ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ ის დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილში საუბრობს.
გადაწყვეტილების მიზეზად ივანიშვილი იმას ასახელებს, რომ მისი მიზანი უკვე შესრულებულია.
„ამრიგად, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის მოსალოდნელი და ლოგიკურია. მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება. ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია,“ - ვკითხულობთ წერილში.


ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ქედს იხრის ქართველი ხალხის წინაშე, რომელიც არასოდეს დაუყვია მის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.

„მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები.
მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ყველა ჩემს თანამოაზრესა და თანამებრძოლს, ვინც მენდო, ბრძოლაში გამომყვა და დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.
დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას.
ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო - საქართველო!“

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. „ქართული ოცნების“ წესდების თანახმად, მისი ადგილი დროებით, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ უნდა დაიკავოს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თუ მომდევნო ერთი თვე დაწესებულ რეგულაციებსა და წესებს არ დავიცავთ
ქვეყანა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება.- ამის შესახე დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრის, დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ
განაცხადა.
თუ მომდევნო ერთი თვე დაწესებულ რეგულაციებსა და წესებს არ დავიცავთ ქვეყანა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება.- ამის შესახე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა.
12:26 / 17.04.2021
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს ახალი
ხელმძღვანელი ჰყავს. თანამდებობაზე 35 წლის ლევან მაისურაძე დაინიშნა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თანამდებობაზე 35 წლის ლევან მაისურაძე დაინიშნა.
12:00 / 17.04.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  1958 წელს
დაბადებული თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი
პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  1958 წელს დაბადებული თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
11:38 / 17.04.2021
Stopcov.ge-ს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში
ვირუსის 1219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 301, ხოლო
გარდაიცვალა 9.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 1219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 301, ხოლო გარდაიცვალა 9.
11:16 / 17.04.2021
სამართალი
გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 12 წლის მოზარდი დამატებითი გამოკვლელებისთვის თბილისში გადაიყვანეს.
11:13 / 12-04-2021
შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის და სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს.
12:54 / 26-03-2021
დღეს დილით სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ოთხ ადამიანს, ცეცხლსასროლი ჭრილობები მაშინ მიაყენეს, როდესაც ისინი მსუბუქი ავტომობილით გადადგილდებოდნენ.
10:26 / 25-03-2021
ეკონომიკა
გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 6-კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება და მეწყერსაშიშ ზონებში ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება.
14:05 / 11-02-2021
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურჯაანში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
14:16 / 03-02-2021
სხვა ამბები
გურჯაანის საჭადრაკო კლუბში, 27-28 მარტს ჩატარდა კახეთის რეგიონალური ჩემპიონატი ასაკობრივ ჯგუფებს შორის ბიჭებსა და გოგონებში.
16:30 / 29-03-2021
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზი უკვე მზად არის და 5 აპრილს გაიხსნება. გაერთიანების დირექტორის გელა დალაქიშვილის განმარტებით, მუშაობას განაახლებენ სპორტული ჯგუფებიც.
11:01 / 24-03-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის მეხუთე და მეექვსე ა კლასი ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა.
12:14 / 23-03-2021
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა შუალედურ სტატისტიკას ავრცელებს.
16:00 / 22-03-2021
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ და „TV პირველთან“ საუბარში განაცხადა.
15:52 / 22-03-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:10 / 15-04-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
4.1187
USD
USD
1
3.4363
GBP
GBP
1
4.7380
TRY
TRY
1
0.4265
RUB
RUB
100
4.5355
ამინდი
გურჯაანი 12 / 26 °C
img
საგარეჯო 9 / 21 °C
img
დ.წყარო 11 / 19 °C
img
სიღნაღი 12 / 26 °C
img
ლაგოდეხი 12 / 22 °C
img
ყვარელი 12 / 26 °C
img
თელავი 11 / 22 °C
img
ახმეტა 12 / 23 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.