დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ფულს უხდის ანსამბლს, რომელსაც მომღერლები არ ჰყავს - აუდიტი
ა(ა)იპ – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა ანსამბლ "აისელების" ხელმძღვანელთან, თუმცა ანსამბლში წევრები (მომღერლები) არ ირიცხებიან - აღნიშნული დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა.


დოკუმენტის მიხედვით, პასუხისმგებელი პირები განმარტავენ, რომ ეს გარემოება გამოწვეულია თაობათა ცვლით, რის გამოც ანსამბლის ახალი წევრები ამ ეტაპისათვის არ არიან მიღებული.


გარდა ამისა, ა(ა)იპ – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის "სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრს 2018-2019 წლებში სუბსიდიის სახით მიღებული აქვს 617.2 ათასი ლარი, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე გახარჯულია 442.7 ათასი ლარი (72%). დასაქმებულთა რაოდენობა 2018-2019 წლებში შეადგენდა 50-50 ერთეულს.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საკითხის შესწავლისას გამოვლინდა, რომ რიგი თანამდებობები იდენტური ფუნქცია-მოვალეობების მატარებელია, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ხელოვნურად არის გაზრდილი საშტატო ერთეულების რაოდენობა.

"დირექტორის 2 მოადგილის ძირითადი მოვალეობაა ცენტრის საქმიანობის ზედამხედველობა და ღონისძიებების მონიტორინგი. ამასთანავე, ა(ა)იპ-ში საშტატო განრიგით განსაზღვრულია სპორტული ღონისძიებების კოორდინატორის თანამდებობა.

განსაზღვრულია მწვრთნელების კურატორის 2 საშტატო ერთეული, რომელთა მოვალეობას წარმოადგენს სამწვრთნელო პროცესის დაკვირვება და კონტროლი. ფაქტობრივად იმავე ფუნქციებს ასრულებს მწვრთნელებისა და სპორტული სექციების მონიტორინგის სპეციალისტი.

ახალგაზრდობის სამსახურში დასაქმებულია 5 სპეციალისტი, რომელთა მოვალეობები ერთმანეთის მსგავსია. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ძირითად საქმიანობას ახორციელებს 2 თანამშრომელი, ხოლო დანარჩენი 3 სპეციალისტის მოვალეობაა მთავარი სპეციალისტის დახმარება."


ანგარიშში აქცენტი კეთდება ასევე მეორე გარემოებაზეც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს 2018-2019 წლებში მიღებული აქვს 1,052.7 ათასი ლარი. შრომის ანაზღაურებაზე გახარჯულია – 441.9 ათასი ლარი, რაც მთლიანი დაფინანსების 42%-ს შეადგენს. 2019 წლის მდგომარეობით ა(ა)იპ-ში დასაქმებული იყო 127 თანამშრომელი (მათ შორის, 65 – შტატით და 62 – ხელშეკრულებით).

"კულტურის ცენტრს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გააჩნია განყოფილებები, რომლებშიც ფუნქციონირებს შემოქმედებითი წრეები. მათი საქმიანობის შესწავლით და ობიექტების ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ ზოგ ადმინისტრაციულ ერთეულში დაწესებულებას არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (შენობა- ნაგებობა, შესაბამისი ინვენტარი, სასწავლო პირობები და სხვ.)

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სოფლებში კულტურის სახლები არ ფუნქციონირებს, შემოქმედებითი წრეები განლაგებულია ადმინისტრაციული შენობების ცალკეულ ოთახებში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის ჯგუფის მიერ ობიექტების დათვალიერებისას შესაბამისი მტკიცებულებები ვერ იქნა წარმოდგენილი. შედეგად, აუდიტის ცნობით, არსებობს რისკი, რომ აღნიშნულ ობიექტებში საქმიანობა არ ხორციელდება. მიუხედავად ამისა, ამ განყოფილებებში შრომის ანაზღაურება გაიცემა როგორც შტატით, ასევე, შტატგარეშედ მიღებულ თანამშრომლებზე." – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ამ გარემოებების საფუძველზე, აუდიტის ანგარიშში დასკვნის სახით ვკითხულობთ:

"მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა ვერ წარმოადგინეს შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები − ზოგიერთი საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები რამდენად ეფუძნება დაწესებულებების რეალურ საჭიროებებს, ასევე მათი საქმიანობა რამდენად შეესაბამება ყოველდღიურ დატვირთვას. ამასთანავე, საშტატო ერთეულების დატვირთვის გაანალიზებისას განხილულია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. გამომდინარე აღნიშნულიდან, სპორტის და კულტურის წრეებში არ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. შედეგად, ვერ მოხერხდა საშტატო ერთეულების ყოველდღიური დატვირთვის სრულად შესწავლა, თუმცა მიღებული შედეგის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ სხვა საშტატო ერთეულებსაც არ გააჩნდეთ ყოველდღიური დატვირთვა."

მათ ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს გარკვეული სახის რეკომენდაციაც მისცეს.

"მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა; განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს;
მნიშვნელოვანია განხორციელდეს ა(ა)იპ-ებში ადმინისტრაციის შტატით დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას." - ვკითხულობთ ანგარიშში.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ამ წუთებში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა სანაპირო.
ამ წუთებში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა სანაპირო.
22:18 / 03.05.2024
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს
პრეზიდენ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

21:28 / 03.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ „ოფშორების კანონს“
ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ „ოფშორების კანონს“ ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.
21:17 / 03.05.2024
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე
დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00
ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
16:03 / 02.05.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 14 °C
img
საგარეჯო 10 / 12 °C
img
დ.წყარო 9 / 11 °C
img
სიღნაღი 12 / 16 °C
img
ლაგოდეხი 11 / 13 °C
img
ყვარელი 12 / 14 °C
img
თელავი 11 / 13 °C
img
ახმეტა 10 / 13 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.