საქართველოში იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია -ეკატერინე ტიკარაძე
იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც განახორციელებს როგორც
ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის
შესწავლას - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ
განაცხადა.
„ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის ჩვენ გვიწევს
ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია
მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის. წამლის ლაბორატორიის
შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და
ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთხოების და
ეფექტიანობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი
ინსტრუმენტია.ზემოხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად
ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული
ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის
საუკეთესო ინტერესებს“, - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები