გადავსებული საკანალიზაციო ჭა ვეჯინში და საფრთხე, რომელიც ბაღის აღსაზრდელებს ექმნება
17:31 / 28.04.2021
სოფელ ვეჯინში საერთო საცხოვრებლისა და ამბულატორიის საკანალიზაციო ჭა
გადავსებულია და ფეკალური მასა დასახლებაში ღიად მიედინება.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამის გამო წლებია გაუსაძლის პირობებში
უხდებათ ცხოვრება. აღნიშნულ ტერიტორიას ასევე ესაზღვრება საბავშვო
ბაღის ეზო.
ვეჯინში მცხოვრები მარინე მარსაგაშვილი გვიყვება, რომ ამ საკითხთან
დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართეს როგორც მერის წარმომადგენელს
სოფელში, ასევე მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა რეაგირება არ
მოჰყოლია.
„მე აქვე ვცხოვრობ და ნიავი რომ უბერავს ისეთი საშინელი სუნი დგება,
გარეთ ვერ გამოვსულვარ. სად გავიქცე აღარ ვიცი. არჩევნებისთვის
მოვიდნენ და ამოასუფთავეს, იმის შემდეგ არავის მოვუკითხივართ. კარგად
ხედავთ, რა მდგომარეობაა. ლამის გადავსახლდე აქედან. კანალიზაციით
კორპუსი და ამბულატორია სარგებლობს. რწმუნებულს რამდენჯერმე მივმართეთ
და გვითხრა გავასუფთავებთო, მაგრამ როდის - არ ვიციო. ეხლა ხომ დგა
სუნი, რომ დაცხება მაშინ უფრო საშინელებაა. ვის მივმართოთ ამ არეულ
ქვეყანაში, არ ვიცით. ვიხრჩობით, აღარ შეგვიძლია.“
პრობლემაზე საუბრობს ნანა ჩუთლაშვილიც.
„ეს საშინელი მდგომარეობა ყველას გვაწუხებს, განსაკუთრებით -
ზაფხულში. ეხლაც კი ისეთი სუნი დგას, ფანჯარას ვერ ვაღებთ. ჭა ძალიან
მალე ივსება, ამოასუფთავეს სპეც. მანქანით და ორ კვირაში ისევ
გადაივსო. აქ ადრე იყო ძველი კანალიზაცია, რომელიც ბაღზე საერთოდ არ
ჩადიოდა და არც არავის აწუხებდა. არ ვიცი ის რატომ არ აღადგინეს,
ალბათ ბევრი თანხა იყო საჭირო, ეს კი მარტივად გასაკეთებელი
აღმოჩნდა.“
ვეჯინში მცხოვრები ელმირა ბეციაშვილის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა
საბავშვო ბაღს ექმნება და ეპიდემიის გავრცელების საფრთხეც
არსებობს.
„ეს არ აწუხებს მხოლოდ მოსახლეობას, ანალოგიურად არის ბაღის
პრობლემაც. მენეჯერს მინიმუმ წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა
მიემართა როგორც ადგილობრივი რწმუნებულისთვის, ასევე მერიისთვის და
ბაღების გაერთიანებისთვის, რადგან დღის განმავლობაში აქ არიან
ბავშვები. არის ეპიდემიის ძალიან დიდი საფრთხე, რომელსაც არ აქცევენ
ყურადღებას და ალბათ მათთვის სულერთია. ამბობენ, ბავშვები ჯერ გარეთ
არ გამოგვყავსო, მაგრამ ფანჯრებს ხომ მაინც ხსნიან! ეს სუნი უნდა
ისუნთქონ?! ეს არის მთელი სოფლის პრობლემა. ღმერთმა არ ქნას ეპიდემია
გავრცელდეს, ეს ძნელი აღსაკვეთი იქნება.“
speqtri.ge-ს მოსახლეობასთან საუბარს ეზოდან ისმენდა საბავშვო ბაღის
პერსონალიც. იმის გასარკვევად, მიმართა თუ არა ბაღის მენეჯერმა
აღნიშნული პრობლემის გამო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების
გაერთიანებას, ან სხვა რომელიმე სტრუქტურას, საბავშვო ბაღში მივედით,
თუმცა ბაღის პერსონალმა ეზოს კარი ჩვენს მისვლამდე ბოქლომით დაკეტა და
არ გამოჩენილან. ჩვენს ნახევარსაათიან მოლოდინს ფანჯრიდან ადევნებდნენ
თვალს.
როგორც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში გავარკვიეთ, მათთვის
მსგავსი პრობლემით ოფიციალურად არავის მიუმართავს. თუმცა,
აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ
ხანდამაშვილი. როგორც მან speqtri.ge-სთან საუბარში განაცხადა,
პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ.
„რაც მე მერის პოზიციაზე ვარ, კანალიზაციას ყოველ წელიწადს ვწმენდთ,
მაგრამ პრობლემა ისევ წარმოიშვა. ვაპირებთ, მოვაწყოთ კაპიტალური
სეპტიკი, რომელზეც პროექტირება უკვე დასასრულს მიუახლოვდა და
სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. შესაბამისად, აუცილებლად
გამოვძებნით თანხებს, რომ ამ პრობლემას დავუსვათ წერტილი.
ბავშვებისთვის საფრთხე რომ არ შექმნილიყო, სწორედ ამიტომ ვიღებდით
ჩვენს თავზე მის გაწმენდას, თორემ კორპუსი კერძო საკუთრებაა და თვითონ
უნდა მიხედონ პრობლემას. “
რა თანხა იქნება საჭირო აღნიშნული სისტემის მოსაწყობად, არჩილ
ხანდამაშვილის თქმით, დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი, მაშინ
როდესაც, საპროექტო სამშაოები დასრულდება.
აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში
სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, საქართველოში არსებობის ხანმოკლე,
მაგრამ დინამიკური განვითარების ისტორია აქვს.
საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან
გეგმის მიხედვით, კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა
შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან
დავითაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის
შესახებ მალე შევა ძალაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს
მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი
მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
ქალაქ გურჯაანში 2023 წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის
რვა თვეა გასული. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც ქალაქის ცენტრალური
ნაწილი და მისი გარეუბნები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
მქონე გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაც. დროში გაწელილი სტიქიის
სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გურჯაანის მოსახლეობა წუხს.
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" მიუხედევად
იმისა, რომ ასე იწყება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის
შესახებ" კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და
უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი
მთავარია.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
ანტიკორუფციული კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებული
ვალდებულება, რომელიც ავალდებულებს ნარკოტესტირებას ისეთი
თანამდებობის პირებისთვის, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი,
პარლამენტის წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები, ასევე
ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, ოფიციალურად გაუქმდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები