გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მცირე ნალექია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსამდე გათბება.
მცირე ნალექს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით
ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება,
იქროლებს ძლიერი ქარი. ლაგოდეხშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13
გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უხვი ნალექია მოსალოდნელი. დღის
განმავლობაში +25 გრადუსი და წვიმა დაფიქსირდება, ღამით კი +12
გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. იწვიმებს სიღნაღშიც. დღისით
ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი
დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები