დღეს საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციისა და ხელისუფლების
წარმომადგენლებს შეხვდება. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ავრცელებს.
პრეზიდენტის შეხვედრა დროში ემთხვევა "ქართული ოცნების" მიერ "შარლ
მიშელის შეთანხმებიდან" გამოსვლას. ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი
ერთმანეთს 28 ივლისს, საფრანგეთში შეხვდნენ.
28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"
ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის
ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.
მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების
მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც
ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია
"ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.
მასალის გამოყენების პირობები