ამჟამად კლინიკაში 64 ბავშვი წევს, დანარჩენი მშობლები არიან - სულ
102 ადამიანი, - ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის
სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 20 პაციენტი წევს, 2 ეწერება
და 5 თავისუფალი ადგილია.
„რეანიმაციაში არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ თანმხლები
დაავადებები, 3 მათგანი მართვით სუნთქვაზეა. კლინიკაში მყოფი სხვა
პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი დ საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება
მომართვიანობას, ბოლო 10 დღეა შემცირდა“, - განაცხადა მაია
ჩხაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები