როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2022 წელს წყლის შავი ვეფხვის წელი მოდის. ის კეთილშობილი და სამართლიანია, მაგრამ ამავე დროს ფიცხი ნიშანიცაა. ასტროლოგები ამბობენ, რომ 2022 წელი მშვიდი და გაწონასწორებული არ იქნება.
ვეფხვი განზრახ შექმნის სტრესულ სიტუაციებს, რომ ისწავლოთ, როგორ გახდეთ ძლიერები. გავიგოთ როგორი იქნება მომდევნო 12 თვე ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის:

ვერძი
2022 წელი ვერძისთვის კეთილსასურველი იქნება, რადგან ვეფხვი ერთ-ერთი ცეცხლოვანი წარმომადგენელია და ვერძიც ცეცხლის ნიშანია. ვერძებმა ამ წელს სიფიცხე უნდა დაივიწყონ, ბრძნულად და დაფიქრებულად იმოქმედონ. 2022 წელი იქნება ტრამპლინი საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად. იღბალი არ უღალატებთ ამ წელს.

კურო
2022 წლის პირველი თვეები კუროებისთვის ერთგვარი დეტოქსისა და გასუფთავების პერიოდი იქნება. საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდნენ და დროებით დაივიწყონ იდეები და გეგმები. განვითარებისკენ სწრაფვა საუკეთესო შედეგებს მოიტანს. სასიყვარულო ფრონტზე და ფინანსურ ასპარეზზე არ ჩანს განსაკუთრებული იღბლიანობა ამ წელს, ამიტომ მეტი ყურადღება ყოფით საკითხებს და ოჯახს უნდა დაუთმონ.

ტყუპები
ტყუპებს მოუწევთ ამ წელს თავიანთ მუდმივ მტერთან - სიზარმაცესთან ბრძოლა. ასტროლოგები ურჩევენ, არ გადადონ საქმეები და ვეფხვის წელს აქტიურად იმუშაონ. ამ წელს ბედი გაუღიმებს იმ ტყუპებს, რომლებიც ადვილად მოერგებიან გარემოებებს და შრომისმოყვარეობით იქნებიან გამორჩეულები. წლის უმეტესი ნაწილი მშვიდად ჩაივლის, ხანდახან მოუწევთ გარისკვა და უკომპრომისოდ მოქმედება, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ.

კირჩხიბი
ამ ნიშნის წარმომადგენლები მომავალ წელს თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობენ. ბევრ მათგანს მაღალანაზღაურებად სამსახურს ან იმ შესაძლებლობებს შესთავაზებენ, რაზეც სულ ოცნებობდა.ზოგიერთი კირჩხიბი უძრავ ქონებაში დიდ ინვესტიციას ჩადებს, მაგრა არ ინანებს და მეტიც, მოგებასაც ნახავს.2022 წელი ხელსაყრელი იქნება, რომ საკუთარი ძალები ახალ სფეროშიც მოსინჯონ. ნებისმიერი წამოწყება მწვანე შუქს მიიღებს და წარმატებული იქნება.

ლომი
ლომებისთვის "მათიანი" ვეფხვის წელი სუფთა ჰაერივით იქნება. ცხოვრების სიჩქარე ცოტა მოიკლებს, თუმცა პირად ურთიერთობებსა და სამსახურს სტაბილურობა არ მოაკლდება. ლომები უნდა იყვნენ აქტიურები კვლავაც და მოსიყვარულეები. სწორად უნდა გაანაწილონ ძალები და რესურსები და იზრუნონ ჯანმრთელობაზე.


ქალწული
2022 წელი სიმდიდრესა და წარმატებას ჰპირდება ქალწულებსაც. მაგრამ, ძირითადად სარგებელი ელით მათ, ვინც სახელმწიფო ან დაქირავებულ სამსახურშია. წელი წარმატებული იქნება იმ ქალწულებისთვის, რომლებიც შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან. თუმცა, ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელს ექნება შანსი, რომ საკუთარი თავი იპოვნოს და შესაძლებლობები გამოიყენოს, თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგეზაროთ და საქმეები არ გადადოთ.

სასწორი
2022 წელი სასწორების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ახალი კარები გაიხსნა პროფესიულ და სასიყვარულო ფრონტზე. უნდა იპოვონ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან, გაუმჯობესდეს და უკეთესი გახდეს. ეს წელი დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, რა წრეში იტრიალებენ.

მორიელი
ეს წელი სიყვარულის წელი იქნება, იმისდა მიუხედავად, ჰყავთ უკვე თუ არა რჩეული. უფრო მეტად უნდა გამოხატონ გრძნობები და სიყვარული. იქნება მცირე სირთულეები, მაგრამ მორიელი უნდა ეცადოს, დარჩეს ძლიერი. დაოჯახებულ მორიელებს მცირე გამოცდები ელით, რომელთა ჩაბარებაც თავადვე უნდა მოახერხონ. ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნონ, ფინანსურად კი საკმაოდ სასიკეთო სიახლეები ელოდებათ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებს რომანტიკული ავანტიურები ელით, ხანმოკლე რომანები თვითშეფასებას აუმაღლებს. კარიერული და ფინანსური ცვლილებებია მოსალოდნელი, თუ მშვილდოსნები სწორად აუღებენ ალღოს შექმნილ სიტუაციას და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. თვალი უნდა ადევნონ კონკურენტებს, რომ არ ჩამოიტოვონ უკან, თუმცა გადაწყვეტილებები ფრთხილად უნდა მიიღონ.

თხის რქა
ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი 2022 წელს კარგ სამსახურს იშოვნის. განსაკუთრებით გაუმართლებთ მათ, ვინც კონკრეტულ სფეროებში უკვე არიან დასაქმებულები. თუ ახლანდელ სამსახურში პირობები არ მოგწონთ, თამამად უნდა გამოიყენოთ შეთავაზებები და დასთანხმდეთ სხვა სამსახურს ან პირობებს. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.


მერწყული
ვეფხვის წელი მერწყულებისთვის სურვილების ასრულების წელი იქნება და ბევრი კუთხით პოზიტიური. შეძლებენ მცირედად მოდუნებას და მიზნების რეალიზებას. მოუნდებათ ცხოვრების კარდინალურად შეცვლა და უფრო თამამებსა და თავდაჯერებულებს, ეს გამოუვათ კიდეც.
ოჯახურ ურთიერთობებში მცირე სირთულეები ელით, პარტნიორთან გაუცხოების გამო და აქაც მოისურვებენ ცვლილებებს. ფინანსურად ჩვეულებრივი წელი იქნება.

თევზები
თევზებს წინასწარმეტყველების შესანიშნავი უნარი აქვთ და 2022 წელსაც ეს ნიჭი დაეხმარებათ, იპოვნონ საჭირო ადამიანები, რომლებიც ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში დაეხმარებიან. თუმცა,
ამისათვის თევზები დინებას არ უნდა მიჰყვნენ. წარმატებას მიაღწევენ ისინი, რომლებიც არ შეუშინდებიან წინააღმდეგობებსა და ახალ თავგადასავლებს. შედეგად, ძალისხმევა კარგად დაფასდება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების
და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის
შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს
ყოველდღიურობის გასამარტივებლად და ბაზარზე საუკეთესო სამომხმარებლო
გამოცდილების შესაქმნელად ინერგება.
თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის გასამარტივებლად და ბაზარზე საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად ინერგება.
13:29 / 26.04.2024
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარი განზრახ
მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული თელავის
რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სრულად გაიზიარა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულს 18 წლით
თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
13:26 / 26.04.2024
მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის მიერ, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი.
მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი.
12:06 / 26.04.2024
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ
თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International
Agile Summit Vol. 3“ გაიმართება.
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება.
17:15 / 25.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 11 / 26 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.