შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021-2022
სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური იანვარში
გაიმართება.
უწყების ინფორმაციით, მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის
მონაწილე, რომელიც პირველ ტურში დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის
60% ან მეტს და ამასთან ერთად, მოხვდება საგნის რეიტინგული სიის
პირველ 1 000 მოსწავლეს შორის.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, პირველ ტურში მონაწილეობის მისაღებად
საქართველოს 1 440-მდე სკოლის 31 900-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა,
რომელთაგან ტესტირება მოსწავლეთა 74%-მა გაიარა.პირველი ტურის საბოლოო
შედეგები უახლოესი დღეების განმავლობაში გამოქვეყნდება. საკუთარი
შედეგის ნახვა კი მოსწავლეს პირადი ნომრით შეეძლება ვებგვერდზე:
online.naec.ge.
ცნობისთვის, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება
მასალის გამოყენების პირობები