გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში
2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ქალაქ ახმეტაში მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი
სპეციალურად მოწყობილ შენობაში ჰქონდა განთავსებული. საამქროს
მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წიფლის სახეობის 24
ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
მეორე სამართალდარღვევა კი, კახეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილაში
გამოავლინეს. მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო
ეზოში ჰქონდა მოწყობილი. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული
იყო წიფლის სახეობის 1 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2,8 კუბური
მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები