Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 23 664 ახალი დადასტურებული
შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე
გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1
250 108.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 326 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა გაიზარდა 1 038 391. კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში
15 102 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
24.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.36%
მასალის გამოყენების პირობები