მომდევნო კვირიდან გვექნება საშუალება, ვთქვათ, პიკი რამდენად გადავლილია - თამარ გაბუნია
მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, ვთქვათ, პიკი რამდენად გადავლილია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირების ბოლო 2 დღის მონაცემები, რაც დაახლოებით 15 000- ს შეადგენს, ამ კუთხით იმედისმომცემია.


„დღეს შემთხვევების რაოდენობა იყო ისევ 15 000-ზე ოდნავ მაღალი, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ მაჩვენებელზე ვრჩებით, რაც გარკვეულწილად იმედისმომცემია იმ კუთხით, რომ „ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა. დადებითობის მაჩვენებლის მცირედი კლებაც ასევე აღინიშნება. ჩვენ კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ, ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა. სამშაბათი არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ, რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში დაახლოებით, 6 000 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და ჰოსპიტალური სექტორი, ისევე როგორც ოჯახის ექიმების ქსელი, მობილიზებული რჩება.
„ჰოსპიტალური სექტორი კვლავ მობილიზებულია, დაახლოებით, 6 000 პაციენტია და კარგია, რომ მათი რაოდენობა არ იმატებს. ჰოსპიტალური სექტორი მართავს ამ ნაკადს, ამ ტალღის პირობებში ბევრად უფრო ნაკლები პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება, ვიდრე ეს იყო მანამდე, რაც „ომიკრონის“ თვისებებით არის განპირობებული. ეს შტამი კვლავაც საყურადღებო რჩება ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე, ხანდაზმულებისთვის. ამდენად, მათთვის ისევ მნიშვნელოვანია დროული ჩარევა და ოჯახის ექიმის ყურადღება. ოჯახის ექიმების ქსელიც კვლავაც რჩება მობილიზებული“, - განაცხადა გაბუნიამ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler