გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს
უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს,
მაღალმთაში მოთოვს.
უწყების ინფორმაციით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
22-24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო
ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს
დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე
მოიმატებს.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
+16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები