კახეთი ოჯახში ძალადობის ფაქტებით საქართველოში მეორე ადგილზეა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარ- თებერვალში კახეთის რეგიონში, ოჯახში ძალადობის ფაქტზე 298 პირი ამხილეს.
სტატისტიკის თანახმად, კახეთის რეგიონი ოჯახური ძალადობის ფაქტების მიხედვით თბილისის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

ორი თვის განმავლობაში რეგიონში სულ 164 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

იანვრის თვეში მსხვერპლის სტატუსი 23 კაცს და 60 ქალს მიენიჭა, ხოლო მოძალადე 59 შემთხვევაში კაცი იყო,15 შემთხვევაში კი ქალი.

რაც შეეხება თებერვალს, მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა 20 კაცსა და 54 ქალს,  მოძალადე 51 შემთხვევაში კაცი იყო, 16 შემთხვევაში კი ქალი. 

სტატისტიკა მოიცავს,როგორც ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ, ასევე ეკონომიკურ ძალადობას.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მასშტაბით იანვარში ოჯახურ ძალადობაზე 1512 პირი ამხილეს, თებერვალში კი 1152.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler