რა შეთავაზებით მიმართავს მთავრობას ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოს მთავრობას ახალი მ შეთავაზებით მიმართავს. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, შეთავაზება სამპუნქტიანია და გულისხმობს: წისქვილკომბინატების მიერ გაჩერებული მუშა პროცესის განახლებას; ფქვილის იმპორტის ყოველთვიური კვოტის დაწესებას (7000 ტონა), რომელიც გათავისუფლებული იქნება დამაბალანსებელი საიმპორტო გადახდისაგან; ადგილობრივი წისქვიკლომბინატების ამუშავებას.

„შეთავაზების მიზანია:

1.პურის ქარხნების მიერ მასიური მოხმარების პურის ფასის (მათ შორის 10 თეთრით დაკლებული) გარანტირებულად შენარჩუნების უზრუნველყოფა ნებისმიერ პერიოდში ყველაზე ყველაზე დაბალ ფასად იმპორტირებული ფქვილის გარანტირებულად მიღების გზით. ამისათვის 7000 ტონა იმპორტირებული ფქვილი ყოველთვიური კვოტის ფარგლებში მიეწოდებათ უშუალოდ პურის ქარხნებს პირდაპარი მიწოდებიის გზით , აღნიშნული რაოდენობის იმპორტირებული ფქვილისათვის საიმპორტო საგადასახადო რეჟიმი არ შეიცვლება (დარჩება დღეს არსებული) ანუ არ დაექვემდებარება დამაბალანსებელი მოასაკრებლის გადახდას.

2.წისქვილკომბინატების ამუშავება და ქართული ხორბლის რეალიზაცია კვოტის ზემოთ იმპორტირებულ ფქვილზე დამაბალანსებელი გადასახადის შემოღების გზით .
შეთავაზების ძირითადი განსხვავება ასოციაციის წინა შეთავაზებისაგან;

წინა შეთავაზებისაგან განსხვავებულია მე -2 პუნქტი, კერძოდ დამაბალანსებელი მოსაკრებელი შემოდის არა მთლიანად ფქვილის იმპორტის მთელ მოცულობაზე, არამედ გამონაკლისს წარმოადგენს ყოველ თვეში იმპორტის საერთო მოცულობიდან 7000 ტონა კვოტირებული ფქვილი . კვოტის აღნიშნული რაოდენობა წარმოადგენს პურის ქარხნების მიერ ყოველ თვეში მოხმარებული ფქვილის მაქსიმალურ რაოდენობას მასიური პურის გამოსაცხობად და გადანაწილდება პურის ქარხნებზე ისტორიული პრინციპით პურის ქარხნებზე (წინა წელში გამოშვებული მასიური მოხმარების პურის გამოსაცხობად მოხმარებული ფქვილის რაოდენობა) , შესაბამისად პურის ქარხნები პირდაპირ ღებულობენ გამოყოფილი კვოტის 7000 ტონა იმპორტირებულ ფქვილს ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით (ამჟამინდელი რეჟიმით) მასიური მოხმარების პურის გამოსაცხობად.

აქედან გამომდინარე
პურის ქარხნები უზრუნველყოფილი იქნებიან 7000 ტონა იმპორტირებულ ფქვილით ყველაზე დაბალი ფასით ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით (რჩება ამჟამად არსებული რეჟიმი ) შესაბამისად მომხმარებელი ყველაზე დაბალი ფასიანი იმპორტირებული ფქვილისაგან მიიღებს ყველაზე დაბალ ფასად მასიური მოხმარების პურს, რიღაც გადაწყდება პურის ფასის პრობლემა .

შეთავაზება 3 პუნქტიანია და გულისხმობს:

1. წისქვილკომბინატების მიერ გაჩერებული მუშა პროცესის განახლებას, ამისათვის:

–დაწესდეს დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი ფქვილის იმპორტზე , რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს .
ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი მოსაკრებლის შემოღების შემთხვევაში წისქვილკომბინატები შეძლებენ მუშა პროცესის აღდგენას, აქედან გამომდინარე ყვლა შედეგებით
უზრუნველყოფენ ადგილობრივი ფერმერებისაგან 2022 წლიდან დარჩენილი ჩაუბარებელი ხორბლის მოსავლის გარანტირებული შესყიდვას ხარისხების შესაბამის ფასად (დღეს წისქვილების გაჩერების ფონზე , ხორბლის შესყიდვის შეთავაზებული ფასი საერთოდ არ არსებობს) -რაც უზრუნველყოფს შეჩერებული საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას

2.პურის მწარმოებლების მიერ მასიური მოხმარების პურზე დაბალი ფასის შენარჩუნების და ეფექტური კონტროლის მიზნით, ამისათვის :
-შემოღებულ იქნას ფქვილის იმპორტის ყოველთვიური კვოტა - 7000 ტონა ,რომელზეც არ გავრცელდება დამაბალანსებელი გადასახადი ანუ განთავისუფლებული იქნება დამაბალანსებელი საიმპორტო გადახდისაგან (აღნიშნული რაოდენობის იმპორტირებულ ფქვილზე დარჩება დღეისათვის არსებული იგივე ნულოვანი გადახდის რეჟიმი , რომელიც მთავრობისა და პურის მრეწველთა კავშირის მონაცემებით სრულად და შეუფერხებლად უზრუნველყოფს დღეს არსებული მასიური მოხმარების პურის ფასის გაიაფებას 10 თეთრით და მის ფასის შემდგომ სტაბილურობას )

-აღნიშნული 7000 ტონა ფქვილის კვოტა გადანაწილდეს ისტორიული პრინციპით (ბოლო 1 წლის მანძილზე გამოცხობილი პურის რაოდენობის მონაცემებით)იმ პურის ქარხნებსა და საცხობებზე რომლებიც აწარმოებენ მასიური მოხმარების პურს (პურის ქარხნების და საცხობების სია წარმოადგინოს პურის მრეწველთა კავშირმა)

-პურის ქარხნებმა და საცხობებმა თავიანთი კვოტების ფარგლებში შეეძლებათ განახორციელონ ფქვილის იმპორტი თვითონ ან შეიძინოს ფქვილის იმპორტიორებისაგან არსებული კვოტით 7000 ტონა დაუბეგრავი ფქვილი იმ პერიოდისათვის არსებულ ყველაზე დაბალი ფასით ,რაც სრულად უზრუნველყოფს პურის ქარხნების მიერ მასიური მოხმარების პურის შეუფერხებელ ცხობას დაუბეგრავი იმპორტირებული ფქვილით და დაბალ ფასს პურზე

შენიშვნა :მონაცემი 7000 ტონა ფქვილი თვეში აღებულია 2021 წელს ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დროს ყოველ თვე პურის ქარხნებისა და საცხობების მიერ (საქართველოს პურის მრეწველთა სიის მიხედვით )საქართველოს მოსახლეობისათვის 6 თვის განმავლობაში , ყოველ თვე მიწოდებული ფქვილის საშუალო რაოდენობიდან მასიური მოხმარების პურის გამოსაცხობად .

3. წისქვილკომბინატები იღებენ ქვეყანის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებას ( ხორბლით 2 თვიანი გარდამავალი მარაგების შექმნით)
ზემოთ აღნიშნულის შედეგი:

-პურის ქარხნების მიერ პურის ფასის შენარჩუნება ნებისმიერ პერიოში ყველაზე დაბალ ფასად , ყველაზე დაბალ ფასად იმპორტირებული ფქვილის გარანტირებულად მიღების გზით, , ადგილობრივი წისქვიკლომბინატების ამუშავება , ქართული მოსავლის შეუფერხებელი მიღება და ფერმერების მიერ საგაზაფხულო სამუშაოების განახლება და მოტივაცია ახალი ხორბლის მოსავლის მოყვანის და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის გარანტირებული ზრდა , წისქვილებში 3000 ადამიანის სამუშაო ადგილის შენარჩუნება, საქართველოს ბიუჯეტის შევსება წისქვილების შენტანებით , ხორბლის 2 თვიანი მარაგების შექმნა.

აქვე საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა აღნიშნავს , რომ კვოტის შემოღება არ არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებას არის სრულიად მსოფლიო და ევროპული პრაქტიკა და გამოიყენება მათ შორის ევროკავშირში ქვეყნების მიერ იმპორტირებული პროდუქციისაგან გონივრული კვოტირების რაოდენობების დაწესებას სხვადასხვა პროდუქციაზე , ევროკავშირში ადგილობრივ წარმოებების სტაბილური და კონკურენტულ გარემოში შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით,“ -  აღნიშნულია ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიმართვაში.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან
გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ე.წ „გამჭვირვალობის კანონი“ საქართველოს
ევროპული მომავლისგან აშორებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ე.წ „გამჭვირვალობის კანონი“ საქართველოს ევროპული მომავლისგან აშორებს.
21:53 / 04.05.2024
ამ წუთებში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა სანაპირო.
ამ წუთებში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა სანაპირო.
22:18 / 03.05.2024
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს
პრეზიდენ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

21:28 / 03.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ „ოფშორების კანონს“
ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ „ოფშორების კანონს“ ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.
21:17 / 03.05.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 21 °C
img
საგარეჯო 11 / 18 °C
img
დ.წყარო 8 / 17 °C
img
სიღნაღი 12 / 22 °C
img
ლაგოდეხი 9 / 19 °C
img
ყვარელი 11 / 21 °C
img
თელავი 11 / 19 °C
img
ახმეტა 10 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.