საქართველოში პური არ არის ძვირი - მალხაზ დოლიძე
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე პარლამენტარებს, ვინც არასწორი რიცხვები გააჟღერეს ურჩევს, ხანდახან მაინც პურის საყიდლად წავიდნენ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის 3-თვიანი მარაგი არსებობს, ხოლო რაც შეეხება ფასს, ის ისეთია, როგორც რეალურად უნდა იყოს.

„საქართველოში პური არ არის ძვირი, საქართველოში პურის ფასი კვების პროდუქტებში ყველაზე დაბალია და მიმაჩნია, რომ პურის ფასი რეალურად არის ის, რაც უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმები არავის! ცვლილება არ მომხდარა თითქმის 4 წელია, ეს ფასი სტაბილურია და მე ვურჩევდი პარლამენტებსაც, რომლებმაც გააჟღერეს არასწორი რიცხვები, ხანდახან გავიდნენ მაღაზიაში და პური იყიდონ, რომ იცოდნენ, რა ღირს საქართველოში პური. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. იმასაც გეტყვით, რომ პურის ფასის ჩვენს მეზობლებთან - აზერბაიჯანთან და რუსეთთან იყო შედარებული, აზერბაიჯანში დამატებითი ღირებულების გადასახადი პურზე საერთოდ მოხსნილია და რუსეთში დამატებითი ღირებულება 9%-ია. გარდა ამისა, ვერ შევედრებით ამ ქვეყნებს, იმიტომ, რომ ისინი ენერგომატარებლების მწარმოებლები არიან.

მე არ მივიჩნევ, რომ წლის განმავლობაში მოსალოდნელია ცვლილება. საერთოდ პურის ფასზე გავლენას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ახდენს ნედლეული, რომელიც დღესდღეობით მომარაგებულია და საქართველოშიც დაიწყეს მისი წარმოება და მოყვანა. პურის ფასზე, ასევე, მოქმედებს მუშახელის ანაზღაურება, დისტრიბუცია, მაღაზიის ფასნამატი, არ არის ასეთი მარტივი თემა. ქვეყანაში 3-თვიანი მარაგები არსებობს როგორც ხორბლის, ისე ფქვილი და მგონი, ცოტა მეტიც არის ეს მარაგი“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu
1xbet MobilBetturkey GüncelBetist Mobiltrbetsupertotobet bonusbetrollerbetpionerMariobet Güncel GirişBahis.com girişTarafbet Giriş