არჩევნები 2015
დარღვევებით ჩატარებული არჩევნები გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებით დამთავრდა
მაია ყალაბეგაშვილი
არჩევნების დღე გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქში, როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლები აღნიშნავენ, მეტ-ნაკლები დარღვევებით წარიმართა: #28 კოლაგის საარჩევნო უბანზე პირველი საჩივარი 7:00 საათზე დაიწერა. საარჩევნო უბანი საჯარო სკოლის ჰოლში მოეწყო და საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ეკატერინე ნაქევხრიშვილის გადაწყვეტილებით, მედიასაშუალების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს იმგვარად მიუჩინეს ადგილი, რომ საარჩევნო პროცესს ფაქტობრივად ვერ აკვირდებოდნენ. საჩივარიც ამის თაობაზე დაიწერა. მოგვიანებით მრეწველებიდან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრ გიორგი დვალსა და ეკატერინე ნაქევხრიშვილს შორის დავა სწორედ უბნის არასწორად მოწყობის გამო წარმოიშვა. როგორც გიორგი დვალი აღნიშნავდა: "#12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნატალია ბეგაშვილმა დაარღვია საარჩევნო კოდექსის 41-ე დ პუნქტი (დამკვირვებლის უფლებები), როცა პირდაპირ დაავალა უბნის თავმჯდომარეებს, რომ მაგიდები კედელთან მიედგათ და თავიანთი სურვილის მიხედვით მოეწყოთ უბნები. ფაქტობრივად, უმრავლეს შემთხვევაში, ეს პრობლემა იყო."
თითქმის ყველა საარჩევნო უბნის შესასვლელთან ეწეოდნენ აგიტაციას საჯარო მოხელეები და `ნაციონალური მოძრაობის~ აქტივისტები. მათგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კოლაგის საარჩევნო უბანი, სადაც წინა საღამოს - 30 სექტემბერს - 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. რადგან ბავშვის დეიდა - დალი მექერიშვილი კოალიცია `ქართული ოცნების~ აქტივისტი იყო, ახლობლებმა ბავშვის ტრაგიკული სიკვდილი მაშინვე პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასეს. კოლაგის საარჩევნო უბნებზე `ქართული ოცნების~ ოპონენტები ბავშვის მკვლელად დეიდას ასახელებდნენ და მოქალაქეებს `ნაციონალების~ მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ. #5 საარჩევნო უბანი ტრადიციულად ქალაქ გურჯაანში, დოსააფის შენობაში იყო განთავსებული. უბანზე სულ სამი საჩივარი დაიწერა, აქედან ორი - უცხოეთში მყოფი მოქალაქის კენჭისყრაში მონაწილეობას ეხებოდა, რომლებსაც საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი მოწმობა არ მოსთხოვეს; ერთი კი _ გადასატანი ყუთის გაუხარჯავ ბიულეტინებს, რომლებსაც ნიშნული არ გაუკეთეს. აღნიშნულ უბანზე ოთახის ცენტრში მოქცეულ საარჩევნო ყუთს 30-მდე დამკვირვებელი მუდმივად ადევნებდა თვალს, ზოგიერთმა მათგანმა არც თავისი ორგანიზაციის სახელი იცოდა და არც ერთი დღისთვის შექმნილი არასამთავრობოს მისია. ჩვენს კითხვაზე, თუ ვის წარმოადგენდნენ, ან საკრებულოს ასახელებდნენ, ან გამგეობას. ამომრჩეველს მათ წინ გავლა უწევდა, ზოგიერთი მათგანი ხშირად ხელის ჩამორთმევით ესალმებოდა ნაცნობებს და თან ხუმრობდა, თავი პანაშვიდზე მგონიაო. #49 სოფელ გურჯაანის საარჩევნო უბანზე, ვახტანგ ჭუნიაშვილმა, რომელიც საკონსულოს მიერ იყო აღრიცხული, პასპორტის მონაცემებით მისცა ხმა. კანონის მიხედვით, უნდა გაეკეთებინათ აღნიშნული დოკუმენტის ასლი და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ამის შემდეგ მიეცათ. თუმცა, როდესაც დამკვირვებელმა ზურა დანელიშვილმა მოითხოვა, რომ ამ პიროვნების პასპორტის ბეჭდით დამოწმებული ასლი წარმოედგინათ, თავმჯდომარეს აღნიშნული საბუთი არ აღმოაჩნდა, რაზედაც საჩივარი დაიწერა. #23 საარჩევნო უბანზე `ქართული ოცნების~ დამკვირვებელმა ზურა დანელიშვილმა მოითხოვა გადასატანი ყუთის სია. აღმოჩნდა, რომ მდივანსა და თავმჯდომარეს არ ჰქონდათ სიაზე ხელი მოწერილი, რის გამოც ასევე დაიწერა საჩივარი.
ამავე საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა თამარ ქაჩლიშვილმა გამოთქვა პრეტენზია იმის თაობაზე რომ თავმჯდომარე სამაგიდო სიიდან სამი მეტრის დაშორებით სთხოვდა დაკვირვებას. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგადაღებას არ აწარმოებდა და, შესაბამისად, სრული უფლება ჰქონდა, ნებისმიერი ადგილიდან დაკვირვებოდა საარჩევნო პროცესს. ამის თობაზეც დაიწერა საჩივარი. `ქართული ოცნების~ წარმომადგენელმა ილია სულიაშვილმა `სპექტრთან~ იმ დარღვევებზე ისაუბრა, რაც #34 ჩალაუბნის საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. "ჩალაუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალერ ბარნაბიშვილი დამკვირვებელი იყო და, რა თქმა უნდა, ამომრჩევლებში ესეც ერთგვარ შიშს იწვევდა. ძირითადად კაბინასთან იდგა მაშინ, როცა ამომრჩეველი ხმას აძლევდა. რამდენჯერმე შეუხედავს კიდეც, თუმცა, ეს მე არ დამიფქსირებია, - ამ დროს გარეთ ვიყავი, მაგრამ სხვა დამკვირვებელმა დაინახა. ასევე რამდენიმე ისეთი ამომრჩეველი შემოაპარეს, რომელიც სამხედრო პირია და აქ კი არა, სპეც. უბანზე უნდა მიეცა ხმა. ადამიანს, რომელსაც მხედველობა უჭირდა, ნაც. მოძრაობის მომხრეები ეხმარებოდნენ. წესით, ამ ამომრჩეველზე წინ ვინც შემოვიდა, ის უნდა მიხმარებოდა, მაგრამ გარეთ შეკრებილი ადამიანებიდან სპეციალურად ირჩევდნენ, თუ ვის უნდა გაეწია დახმარება."
ილია სულიაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, სხვა დამკვირვებლებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით ზღუდავდნენ."ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებს თითქმის ყველაფერზე შენიშვნებს გვაძლევდნენ. საჩივარს ვწერდი, ფურცელი მაგიდაზე მედო, კომისიის თავმჯდომარე გელა კაპანაძემ მითხრა, აქ ხელს გვიშლი და გარეთ დაწერეო. სანამ საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა, გამორთული კამერა გარეთ გამყვა, არადა, მანამდე არაფერი გადამიღია, უბანზე დაბრუნების შემდეგ გადაღების უფლება არ მომცეს, სანამ ცესკოს წარმომადგენელი არ მოვიდა და ყველაფერი არ ავუხსენი. სამი რეგისტრატორის მაგიდა ისე ახლოს იყო მიდგმული, რომ შუაში მჯდარ რეგისტრატორს ვერ ვაკვირდებოდი. ვთხოვე მაგიდები გავწიოთ, რომ უკეთ შევძლო დაკვირვება-მეთქი, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდათ. ამის გამო საჩივარიც დავწერე და კომისიის თავმჯდომარემ მდივანს საჩივრის ჟურნალში სიცრუე ჩააწერინა, პრობლემა აღმოფხვრილიაო. არადა, ფაქტია, ჩემი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ჩემ მიერ დაწერილი საჩივრების ჟურნალში გადატანას ახანგრძლივებდნენ და რამდენჯერმე მჭირდებოდა შეხსენება. როდესაც ვეუბნებოდი, ბეჭედი დამირტყვით-მეთქი, მპასუხობდნენ, რა საჭიროა, არ უნდაო. საუბრებში ჩემს პროვოცირებას ახდენდნენ, უნდოდათ ავყოლოდი და უბნიდან გავეძევებინე, რათა ბიულეტენები ჩაეყარათ."
როგორც ილია სულიაშვილმა `სპექტრთან~ საუბარში აღნიშნა, ეზოში შეკრებილი `ნაციონალური მოძრაობის~ აქტივისტები ე.წ. დუბინკებით იყვნენ შეიარაღებულები და ხალხის დაშინების პარალელურად, აგიტაციასაც ეწეოდნენ. "ეზოში შეკრებილი `ნაციონალური მოძრაობის~ მომხრეები ამომრჩევლებს აშინებდნენ და აგიტაციას უტარებდნენ. წინა დღეს კოლაგში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხალხს ეუბნებოდნენ, გაიგეთ, ბავშვი დეიდამ ჩასვა ქვევრში და ამაში `ქართულმა ოცნებამ~ გადაუხადა ფულიო. აქტივისტები დუბინკებით იყვნენ შეიარაღებულები. თუ შეატყობდნენ, რომ ამ უბნზე მარცხდებოდნენ, რაც ხაშურში მოხდა, აქაც ის განმეორდებოდა. როგორც გაირკვა, მათ `ქართული ოცნების~ დამკვირვებლები უნდა ეცემათ, უშუალო აგრესია კი ჩემზე ჰქონდათ გადმოტანილი. ამის გამო, ინფო 9-ის ჟურნალისტებთან ერთად მომიწია სახლში წასვლა. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენს შორის ფიზიკური დაპირისპირება გარდაუვალი იქნებოდა."
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში, როდესაც საარჩევნო უბნებიდან დოკუმენტების შემოტანა დაიწყო და მოვითხოვეთ, ასლების გადასაღებად ქსეროქსი შემოეტანათ, უარი განგვიცხადეს იმ მიზეზით, რომ მხოლოდ ერთი აპარატი ჰქონდათ და ისიც თვითონ სჭირდებოდათ, ცესკოსთვის მონაცემები რომ გადაეგზავნათ. დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, მოგვიანებით შემოიტანეს ქსერო-აპარატი, მაგრამ ახლა სხვა პრობლემა გაჩნდა. საოლქოს თავმჯდომარე ნატალია ბეგაშვილმა განაცხადა, რომ სამი ასლის მეტს ვერ გააკეთებდნენ და დამკვირვებლებს თვითონ უნდა გადაგვენაწილებინა. კანონის თანახმად, იმდენი ასლი უნდა გაეცათ, რამდენი მოთხოვნაც იქნებოდა. დაახლოებით დილის 6 საათზე, როცა უბნებიდან ყველა ოქმი შემოვიდა, საოლქოს თავმჯდომარეს მივმართეთ მოთხოვნით, რომ ოქმებზე ბეჭედი დაერტყა, რაზედაც განგვიცხადა: ძალიან დაღლილები ვართ და დილაზე მობრძანდითო. ჩვენი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ქალბატონმა ნატალია ბეგაშვილმა, ოქმის ასლები მანამდე არ დააგვიდასტურა ბეჭედით, სანამ ცესკო-დან მითითება არ მიიღო. როგორც ოპოზიციური პარტიები აღნიშნავდნენ, ანალოგიური დარღვევები თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, სწორედ ამიტომ გურჯაანში მმართველი პარტია და მისი კანდიდატი გახდა გამარჯვებული.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გუშინ, 11 ივნისს, გურჯაანის ტექნოპარკში ინოვაციური მეწარმეობის
ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გურჯაანის
ტექონოპარკის ბენეფიციარი მეწარმეები, ასევე წარმოდგენილი იყო GITA-ს
ინოვაციური მეწარმეობის გრანტების გამარჯვებული პროდუქტები და
სერვისები.
გუშინ, 11 ივნისს, გურჯაანის ტექნოპარკში ინოვაციური მეწარმეობის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გურჯაანის ტექონოპარკის ბენეფიციარი მეწარმეები, ასევე წარმოდგენილი იყო GITA-ს ინოვაციური მეწარმეობის გრანტების გამარჯვებული პროდუქტები და სერვისები.
08:06 / 12.06.2022
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების
მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
11:03 / 20.09.2016
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის პროცესი პოზიტიურად შეაფასა. თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გაზრდილია ბათილი ბიულეტინების რაოდენობა.
13:53 / 24.06.2014
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარუდგნა.
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარუდგნა.
16:11 / 26.05.2014
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 15 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.