თვითმმართველობა
ტრენინგი გურჯაანში მიგრაციისა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე
გურჯაანის იუსტიციის სახლში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისთვის, მიგრაციის და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო. მომხსენებლები სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD), მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასა და ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე. "ვინაიდან ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეებს მოსახლეობასთან ყველაზე ახლო კონტაქტი აქვთ, ტრენინგის მიზანია, რომ ამ საჯარო მოხელეებმა ხალხს ინფორმაცია მიაწოდონ იმის თაობაზე, რას გულისხმობს უვიზო მიმოსვლა; როგორ ვითარდება ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები; რა ხელშეკრულებებზე აქვს საქართველოს ხელი მოწერილი; ასოციაციის შეთანხმებას რა სარგებელი მოაქვს მოქალაქეებისთვის და ა.შ. შესაბამისად, ხალხს რომ ეს ინფორმაცია მიაწოდონ, ბუნებრივია ჯერ თავად უნდა გაერკვნენ მიგრაციის პოლიტიკის და ყველა ამ საკითხებში, რომელიც ავღნიშნე", - განაცხადა speqtri.ge-სთან საუბარში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთასორისო ცენტრის წარმომადგენელმა საქართველოში ზურაბ ყორღანაშვილმა. როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე ნოზაძემ აღნიშნა, დღევანდელი საუბრის თემა ძირითადად არის - რა ხდება საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რა ძირითადი პრიორიტეტები აქვს სახელმწიფოს და რა ეტაპზე ვართ დღეს. "იქიდან გამომდინარე, რომ თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები მოსახლეობისთვის პირველწყაროები არიან, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს ამ ინფორმაციას, ისინი სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი. თუნდაც კონკრეტული მაგალითი, რომ ავიღოთ - უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან: ეს არის კონკრეტული სარგებელი, თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის და შესაბამისად, როდესაც იგივე გურჯაანის მცხოვრებს დააინტერესებს, მას შემდეგ რაც, ევროკავშირთან უკვე შემოღებული იქნება უვიზო მიმოსვლა, რა უფლებები და რა მოვალეობები ექნება, რა თქმა უნდა პირველ რიგში მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობას. შესაბამისად, ამ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია და უფრო მეტი დეტალებისთვის უნდა იცოდნენ სად გადმოამისამართონ და ვის მიმართონ". ნოზაძის თქმითვე, შემდეგ კვირიდან ტელევიზიებში საქართველოს მოსახლეობა იხილავს ვიდეო რგოლებს, რომელიც განუმარტავს ხალხს თუ რა ძირითადი უფლებები და მოვალეობები აქვს საქართველოს მოქალაქეს, როგორ შეიძლება ისარგებლოს უვიზო მიმოსვლით. "ის საშიანო დავალება, რაც ჩვენ გვაქვს, ანუ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები, უდიდესი უმრავლესობა შესრულებულია. ამ წლის ბოლოს უკვე წავა და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ანგარიში იქნება ამ შესრულებასთან დაკავშირებით. შემდგომ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირისგან მისაღები. ამ ეტაპზე ჩვენ ევროკავშირის ყველა დედაქალაქში ვიყავით და ყველგან გვაქვს იმის პირობა მიღებული, რომ როგორც კი შევასრულებთ ტქნიკურ დავალებას, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება დადებითი. არ მგონია, რომ ეს 2016 წელს გადასცდეს". პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაიწყო 2013 წლის დეკემბერში და იგი 2017 წლის ივნისამდე გაგრძელდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 17 / 29 °C
img
საგარეჯო 15 / 25 °C
img
დ.წყარო 16 / 24 °C
img
სიღნაღი 17 / 31 °C
img
ლაგოდეხი 16 / 26 °C
img
ყვარელი 17 / 29 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.