თვითმმართველობა
ლაგოდეხის მერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
აუდიტის სამსახურს მერიასთან რამდენიმე შენიშვნა აქვს და ამასთან დაკავშირებით, რეკომენდაციაც გასცა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტში სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე დანერგილი არ არის სათანადო კონტროლის მექანიზმები და მერიამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა. საუბარია სოფლების: თამარიანისა და ვარდისუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე, ზემო ბოლქვში ჭაბურღილის და საუბნო ქსელის მოწყობის სამუშაოებზე, გიორგეთის კულტურის სახლის შენობისა და ჭაბუკიანში არსებული სტადიონის რეაბილიტაციაზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მერიამ მხოლოდ სამუშაოების მოცულობა შეამოწმა და არა ხარისხი, რის გამოც არსებულ ობიექტებზე პრობლემები წარმოიქმნა.

ანგარიშს არ ეთანხმება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და speqtri.ge-სთან აცხადებს, რომ მათ შესაბამისი განმარტებები უკვე გადაუგზავნეს აუდიტის სამსახურს.

-„ მანამ სანამ მუნიციპალიტეტი ჩაიბარებს პროექტს, მას თან ახლავს შესაბამისი აკრედიტებული ექსპერტიზის დასკვნა. ყველა იმ სამუშაოზე, რომელიც მოხსნიებულია აუდიტის ანგარიშში, არესებული დასკვნა იქნა გაცემული. ის, რომ სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა და სრულყოფილად არ შესრულდა, გამორიცხულია. იმისათვის, რომ ხარისხი დაცული იყოს, ნებისმიერ მომწოდებელთან, ხელშეკრულებაში გაწერილია ორწლიანი საგარანტიო პერიოდი. თუ ობიექტს ამ ხნის განმავლობაში რაიმე ხარვეზი აღმოაჩნდება, კომპოანია ვალდებულია აღმოფხვრას. სამუშაოების მწარმოებლებს, რაზეც აქ არის საუბარი, უკვე მივმართეთ. იგივე თამარიანის ბაღზეც, სადაც კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა. ჩვენ არ დავთანხმებულვართ აუდიტის ამ დასკვნას. საპასუხო განმარტებები გავაგზავნეთ ყველა შენიშვნასთან დაკავშირებით. უმნიშვნელო ხარვეზებზეა საუბარი, მაგალითად ის, რომ ბაღის საკუჭნაოს არ გააჩნია ფანჯარა და სამუშაოების შემდეგ ოთახის განიავება ვერ მოხერხდა, ჭერზე კი სინესტისაგან ობია გამოსული. ვარდისუბნის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 16 000 ლარის იყო. გარე ფასადზე, დაახლოებით ერთ კვადრატზე, ჩამოსული იყო ბათქაში. ისეთი ხარვეზები, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა ამ ობიექტის ფუნქციონირებისთვის და უსაფრთხოებასთან ყოფილიყოს კავშირში, არ არსებობს. რაც შეეხება სოფელ ქვემო ბოლქვს, სამუშაოების დასრულებიდან ექვს თვეში დაზიანდა ჭაბურღილი. დასკვნაში წერია, რომ მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი, რაც ასე არ არის. მივმართეთ მომწოდებელს. ტენდერის საშაუალებით დაქირავებული გვყავს საზედამხედველო კომპანია. მათი დასკვნით, ეს ხარვეზი გამოწვეული იყო არა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, არამედ იმით, რომ ამ მონაკვეთში წყლის დებეტმა მოიმატა. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.“

აუდიტის ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას და ნაცვლად 6 ავტომობილისა, მერიის ბალანსზეა 12 ავტომანქანა. მერი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ რამდენი ავტომანქანა უნდა ჰყავდეს ადგილობრივ თვითმმართველობას, კანონით განსაზღვრული არ არის.

„რაც შეეხება ავტოპარკს, 2017-2018 წელს ნამდვილად გვყავდა მანქანების ის რაოდენობა, რაც მანდ არის აღნიშნული. განვმარტავ, რომ არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს მანქანების გარკვეულ რაოდენობას. მთავრობის რეკომენდაციით არის განსაზღვრული ავტოტრანსპორტის ოდენობა მუნციიპალიტეტის საჭიროებისამებრ. 2019 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება საკრებულოსთან შეთანხმებით, რაციონალურად განკარგვის მიზნით, გაგვეახლებინა ავტოპარკი. ძველი ავტომობილების ნაწილის რეალიზაცია უკვე მოხდა, ნაწილი ელექტრონული აუქციონის გზით გაიყიდება. განახლებამ მნიშვნელოვნად შეამცირა საექსპლუატაციო და საწვავის ხარჯები.“

შესაბამისობის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის მერიას 2017-2018 წლებში არასაკმარისი კონტროლის მექანიზმებისა და შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის გამო, დასუფთავების მოსაკრებლის სახით დაგეგმილი შემოსავლებიდან, მიღებული აქვს მხოლოდ 60%. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს არ განუხორციელებია მოსაკრებლის ადმინისტრირება ფიზიკური პირებისგან. თუმცა ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, ისინი აუდიტის დასკვნას, არც ამ ნაწილში ეთანხმებიან.
„დასუფთავების მოსაკრებლის საკითხთან დაკავშირებითაც გადაგზავნილი გვქონდა ჩვენი მონაცემები, არც ამ ნაწილში ვეთანხმებით აუდიტის დასკვნას. ლაგოდეხი არის ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც დღეის მდგომარეობით, უკვე დაწყებულია თანხის ამოღება ფიზიკური პირებიდანაც. 50 თეთრია ერთ სულზე განსაზღვრული. 12 000-ზე მეტ აბონენტს შეუძლია კომუნალურ გადასახდებთან ერთად, სწრაფი გადახდის აპარატებიდან ჩარიცხოს თანხა. სისტემა უკვე დანერგილია და გეგმას ვასრულებთ გადაჭარბებით,“.

დასკვნის მიხედვითვე, 2018 წელს ერთ-ერთმა კომპანიამ საგზაო სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამი ტენდერი მოიგო. თუმცა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. სამივე პროექტის ფარგლებში, კომპანია არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს, რის გამოც ეკისრებოდა შესაბამისი საჯარიმო სანქცია. წარმოდგენილი ინფორმაციით, მიმწოდებელი საჯარიმო თანხას არ იხდიდა. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტი სამუშაოების შუალედური მიღება-ჩაბარების დროს სრულად ურიცხავდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. დასკვნის ამ ნაწილთან დაკავშირებით, ჯონდო მდივნიშვილი განმარტავს, რომ თანხების ამოღების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართეს.

„ერთ-ერთი კონტრაქტორი სამ ტენდერში იყო გამარჯვებული. ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და მას ხელშეკრულება შეუწყდა. სამუშაოები სხვა კომპანიამ უკვე დაასრულა. რაც შეეხება სრულად ჩარიცხვის თანხებს, წამოწყებული გვაქვს სამართლებრივი დავა, ჯარიმის ამოღებისთვის სასამართლოს სარჩელით მივმართეთ.“

ანგარიშში ასევე საუბარია მერიის აუდიტის სამსახურის არაეფექტურ მუშაობაზე. ვკითხულობთ, რომ 2017-2018 წლებში აღნიშნული სამსახური თავის ფუნქცია-მოვალეობებს სათანადოდ ვერ ასრულებდა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგები
გამოქვეყნდა. თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტების
გამჭვირვალობის ხარისხი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგები გამოქვეყნდა. თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის ხარისხი.
10:35 / 22.11.2023
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის
საქმიანობის აუდიტის შედეგებიდან ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის
მერიის საქმიანობაში დარღვევათა 14 პუნქტი გამოვლინდა და გაიცა 9
შესაბამისი რეკომენდაცია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის შედეგებიდან ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში დარღვევათა 14 პუნქტი გამოვლინდა და გაიცა 9 შესაბამისი რეკომენდაცია.
13:18 / 15.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.