პოლიტიკა

სატელიტური მეტეოროლოგიის ევროპული ორგანიზაცია EUMETSAT
მეტეოროლოგიური მონაცემების რუსეთისთვის გაზიარებას წყვეტს.
12:27 / 23.03.2022

რუსეთის აგრესიის 28-ე დღეს ოკუპანტების თავდასხმას 121 ბავშვის
სიცოცხლე ემსხვერპლა, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 167-მა
ბავშვმა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური
პროკურატურის ოფისი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
11:42 / 23.03.2022

რუსეთი შესაძლოა 70-დან 100 ათასამდე აი-ტი სპეციალისტმა დატოვოს.
ფედერაცია უკვე 50-დან 70 ათასამდე სპეციალისტმა უკვე დატოვა.
11:07 / 23.03.2022

21 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები
შეთანხმდნენ, რომ ბლოკს ეყოლება ახალი სამხედრო შენაერთი.
16:33 / 22.03.2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი სამხედრო კავშირის,
U24-ის შექმნის ინიციატივით გამოდის. უკრაინის პრეზიდენტმა
წინადადებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა.
10:54 / 17.03.2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმრთვაში რუსეთსა და
უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებაში კიევის ოფიციალური პოზიციის
შესახებ ისაუბრა. მან უკრაინის პრიორიტეტები დაასახელა.
10:39 / 17.03.2022

გურჯაანში, რუსთაველის ქუჩა #21-ში მდებარე ფართი, რომელიც
"ალტ-ინფოს" მიაქირავეს, ქეთევან ხუნდაძეს ეკუთვნის.
13:45 / 16.03.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის
ფეისბუქ-გვერდზე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიღებულ დამოუკიდებელ
გადაწყვეტილებას, პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში
არაოფიციალური ვიზიტების გამართვას ეხმაურება.
12:16 / 16.03.2022

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ვეღარ მიმართავენ ადამიანის უფლებათა
ევროპულ სასამართლოს, მოსკოვს კი აღარ მოუწევს, უარი თქვას სიკვდილით
დასჯაზე. რუსეთი ნებაყოფლობით ტოვებს ევროსაბჭოს.
10:40 / 16.03.2022

დღეს უკრაინის დედაქალაქ კიევში ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან
კომენდანტის საათი ამოქმედდება, რომელიც 17 მარტს, 07:00 საათამდე
გაგრძელდება.
17:35 / 15.03.2022

გურჯაანში, რუსთაველის 21 ნომერში პრორუსული ორგანიზაცია ალტ-ინფოს
მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი
გაიხნა. ოფისის ხელმღვანელმა, ნოდარ ჩაკვეტაძემ კი speqtri.ge-ს
განუცხადა, რომ ოფისის გახსნის მიზანი ქართული იდეებისთვის ბრძოლაა.
14:02 / 15.03.2022

ხარკოვის რეგიონის დაბომბვის შედეგად განადგურებული შენობების
ნანგრევებიდან სამი ადამიანი ამოიყვანეს, გარდაცვლილია 7 ადამიანი.
11:19 / 15.03.2022

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების მხრიდან
პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე უარი მიიღო,
თუმცა პარლამენტში დღეს გამართულ მოსმენაზე მან განაცხადა, რომ
საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და არაოფიციალურ
ფორმატში ვიზიტი მაინც განახორციელა.
15:05 / 14.03.2022

დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსასვლელად საქართველოს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უკრაინის ელჩის
მოვალეობის შემსრულებელთან, ანდრი კასიანოვთან ერთად მივიდა, სიტყვით
გამოსვლამდე მან სხდომათა დარბაზში უკრაინის ჰიმნი გააჟღერა და
პარლამენტარებს სთხოვა, წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი ომში
დაღუპულებისთვის.
13:19 / 14.03.2022

უკრაინიდან საქართველოში ორგანიზებულად სხვადასხვა ქვეყნის გავლით
1600 მოქალაქე დაბრუნდა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:05 / 14.03.2022

კიევის ობოლონსკის რაიონში, ბოჰატირსკის ქუჩა 20-ში, ცხრასართულიან
შენობას საარტილერიო ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი
დაიღუპა.
11:14 / 14.03.2022

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი ტელეგრამ არხზე
წერს, რომ ბოლო დღეეებში კიევთან ახლოს, სულ რაღაც 20 კმ-ში,
გოსტომელში იმყოფებოდა და აცხადებს, რომ უკრაინის სადაზვერვო
სამსახურმა მუშაობა საერთოდ არ იცის, „თუმცა ძებნა არ მოუწევთ, რადგან
მალე თავად ჩეჩნები მოძებნიან მათ“.
10:39 / 14.03.2022

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ეხმაურება
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებას და ფეისბუქ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
15:22 / 11.03.2022

ცნობით, კომპანია Meta ფეისბუქისა და ინსტაგრამის მომხმარებლებს
ზოგიერთ ქვეყანაში ნებას დართავს რუსეთის სამხედროების მისამართით
მუქარის შემცველი პოსტების გამოქვეყნებაზე.
14:58 / 11.03.2022

ომის დაწყებიდან რუსეთის სამხედრო ძალების დანაკარგი 12 000
ადამიანს შეადგენს.
14:04 / 11.03.2022