პოლიტიკა

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი
შეათანხმეს. პაკეტი რუსეთის ეკონომიკის ხუთ სფეროს მოიცავს-ფინანსები
და ენერგეტიკული სექტორი, ტრანსპორტი, საექსპორტო კონტროლი და
ტექნოლოგიები, სავიზო პოლიტიკა და ა.შ.
11:44 / 25.02.2022

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის სრულუფლებიან ელჩს, იგორი
დოლგოვს შეხვდა. დოლგოვმა შალვა პაპუაშვილს უკრაინაში მიმდინარე
მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
17:21 / 24.02.2022

უკრაინაში იარაღის გაცემის პროცედურა მარტივდება. ამის შესახებ
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი ვიდეომიმართვაში
საუბრობს. რეზნიკოვი ვიდეომიმართვით მოუწოდებს ყველას, „ვისაც იარაღის
გამოყენება შეუძლია, უკრაინის ტერიტორიის დამცველთა რიგებში ჩადგეს“.
16:33 / 24.02.2022

კიევმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე
გამოაცხადა.
15:13 / 24.02.2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ტვიტერზე გამოეხმაურა.
12:27 / 24.02.2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ანტიპუტინური კოალიცია უნდა
ჩამოყალიბდეს. ამის შესახებ ზელენსკი ტვიტერზე წერს.
12:11 / 24.02.2022

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. სახელმწიფოს სასაზღვრო
სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით, დილის 5 საათიდან რუსეთის
სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიისა და მძიმე
ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის
ტერიტორიიდან.
11:20 / 24.02.2022

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და
რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა არ
განიხილება. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინული მედია
„ukrinform”-ი ავრცელებს.
12:09 / 23.02.2022

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც
ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არ
გამოიწვევს არავითარ სამართლებრივ შედეგებს. ინფორმაციას აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით, უკრაინული მედია “ukrinform”-ი ავრცელებს.
13:23 / 22.02.2022

საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კუჭავა ეხმაურება რუსეთის მიერ
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ორი რეგიონის- დონეცკისა და
ლუგანსკის აღიარებას.
11:48 / 22.02.2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ
დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას გამოეხმაურა. პრეზიდენტი
განცხადებას ტვიტერზე ავრცელებს.
11:15 / 22.02.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე რუსეთის
მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას ეხმაურება.
10:44 / 22.02.2022

როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე
განაცხადა, მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის
მოპყრობაზე.
16:46 / 21.02.2022

პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ
პუტინს ღია წერილით მიმართავს. წერილში ნათქვამია, რომ ხელმომწერები
ემხრობიან საქართველოსა და უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტს და
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენა სურთ.
16:01 / 21.02.2022

უკრაინული მედიის „ukrinform”-ის ინფორმაციით, ევროკავშირის
მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ
ევროკავშირმა დაასრულა მუშაობა სანქციებზე, რომელიც რუსეთს უკრაინაში
შეჭრის შემთხვევაში დაუწესდება.
15:25 / 21.02.2022

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი CNBC-სთან საუბარში
აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, მისი უკრაინაში
შეჭრის შემთხვევაში, კვლავ განიხილება.
12:45 / 21.02.2022

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები სამიტში
მონაწილეობას დათანხმდნენ, სადაც „ევროპაში უსაფრთხოებასა და
სტაბილურობას“ განიხილავენ. სამიტზე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და
რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითებზეც იმსჯელებენ.
11:10 / 21.02.2022

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცრუ ცნობებს, რომ წვრთნების
დასრულების შემდეგ, ყირიმიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე
სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები ბრუნდებიან.
13:22 / 18.02.2022

უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა თანამშრომლობის ახალი
სამმხრივი ფორმატი წარმოადგინეს, რაც მიზნად ისახავს ევროპის
საფრთხეებზე რეაგირებასა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური
თანამშრომლობის გაძლიერებას. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით,
უკრაინული მედიასაშუალება „Ukrinform” ავრცელებს.
11:26 / 18.02.2022

პრორუსულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის დასახლება სტანიცა ლუგანსკას
მიმართულებით, ცეცხლი კვლავ გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას
imedinews.ge ავრცელებს.
10:59 / 18.02.2022