თეგი : სკოლა
სტატიები

ზოგადი განათლების შესახებ კანონში” ცვლილება, რომელიც ყველა საჯარო
და კერძო სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს, პარლამენტმა
პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.
11:34 / 31.03.2021

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოცხადებული კონსოლიდირებული
ტენდერის ფარგლებში, საჯარო სკოლებისთვის სასკოლო მერხებსა და სკამებს
შეიძენენ.
15:50 / 30.03.2021

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული
ინფორმაციით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში,
სწავლის განახლებიდან ერთი თვის თავზე, კოვიდ-19-ის მაჩვენებელი
თითქმის იმავე ნიშნულზე რჩება.
12:38 / 27.03.2021

მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სკოლების შესახებ ჯერ
არ უმსჯელია, თუმცა სასწავლო დაწესებულებების დახურვა მხოლოდ უკიდურეს
შემთხვევაში მოხდება. -ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
12:39 / 26.03.2021

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, საგაზაფხულო
არდადეგების დასრულების შემდეგ, სკოლებში მოსწავლეთა, მასწავლებელთა
და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი
ძველ ნიშნულზე რჩება.
13:35 / 20.03.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან
გამყრელიძის განცხადებით, სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის
აღმზრდელების ვაქცინაცია შესაძლოა დაგეგმილზე ადრე განხორციელდეს.
მისივე თქმით, ამაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.
12:55 / 17.03.2021

მე-11 და მე- 12 კლასელებისთვის გაზაფხულზე საჯარო სკოლების ნაწილში
ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს
ჩაატარებენ. პროგრამა მოსწავლეების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა
და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
15:26 / 16.03.2021

საქართველოში 10 404 ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის და არც
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაშია მათ
შესახებ მონაცემები.
13:08 / 16.03.2021

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგები 8
მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
11:01 / 05.03.2021

ჯიმითის და ბაკურციხის საჯარო სკოლები დღეიდან დისტანციურად
ისწავლიან. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი
მინდიაშვილის განმარტებით, ორივე სკოლა ონლაინრეჟიმზე 5 მარტამდე
იქნება.
11:46 / 02.03.2021