"ვემხრობი შიდსის დამარცხებას“- გაეროს ახალი კამპანია
1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნის ტრადიცია სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს.
1987 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს დღე ოფიციალურად იქნა გამოცხადებული შიდსის მსოფლიო მსოფლიო დღედ. დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება. სხვადასხვა აქტივობები დაგეგმილია თბილისსა და რეგიონებში.

გაეროს მიერ შიდსის მსოფლიო დღისათვის 2016 წელს დაიწყო ახალი კამპანია "ვემხრობი შიდსის დამარცხებას“, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფორმირებას აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში აივ/შიდსის როგორც პრევენციული, ისე მკურნალობის პროგრამების დიდი ნაწილი ფინანსდება შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ. სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოფილია: სამედიცინო სერვისების მიწოდება, დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის პრევენციისა და უსაფრთხო სისხლის პროგრამების განხორციელდება. 2015 წლიდან სახელმწიფომ უკვე თავის თავზე აიღო და განახორციელა არვ მკურნალობის პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა. მათივე ცნობით, 2016-2018 წლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებას, რადგან გლობალური ფონდის დაფინანსება აღნიშნული პერიოდის შემდგომ შემცირდება.

ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლის 11 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 6,038 შემთხვევა. საიდანაც 4,486 მამაკაცია, 1,552 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. 2016 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში გამოვლინდა 606 ახალი შემთხვევა. შიდსი განუვითარდა 3,354 პაციენტს, 1184 გარდაიცვალა. მაღალეფექტიან მკურნალობაზე იმყოფება 3,550 პაციენტი, მათგან 401 აფხაზეთში.

ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება (44.7%) და დაუცელი სქესობრივი კავშირები (52.4%), მათ შორის 8.8% ჰომოსექსუალური კავშირი.  აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია ქ. თბილისში (2,058 შემთხვევა), შემდეგ მოდის სამეგრელო 809 შემთხვევით, იმერეთი 780 შეთხვევით და აჭარა 695 შემთხვევით.





| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონის
მუხლობრივ განხილვას პლენარულ სხდომაზე მხარი მეორე მოსმენითაც
დაუჭირა.
დღეს, 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონის მუხლობრივ განხილვას პლენარულ სხდომაზე მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა.
20:23 / 29.04.2024
მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ, რუსული კანონის მხარდასაჭერ
აქციაზე მოქალაქეები გურჯაანიდანაც წაიყვანეს.
მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ, რუსული კანონის მხარდასაჭერ აქციაზე მოქალაქეები გურჯაანიდანაც წაიყვანეს.
14:59 / 29.04.2024
თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების
და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის
შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს
ყოველდღიურობის გასამარტივებლად და ბაზარზე საუკეთესო სამომხმარებლო
გამოცდილების შესაქმნელად ინერგება.
თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის გასამარტივებლად და ბაზარზე საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად ინერგება.
13:29 / 26.04.2024
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარი განზრახ
მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული თელავის
რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სრულად გაიზიარა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულს 18 წლით
თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
13:26 / 26.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 29 °C
img
საგარეჯო 17 / 27 °C
img
დ.წყარო 13 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 31 °C
img
ლაგოდეხი 16 / 26 °C
img
ყვარელი 16 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 16 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.