მიმდინარე წელს თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.
ტურნირი 11-17 ივნისს ოლიმპიური პარკის სპორტულ კომპლექსში
გაიმართება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩემპიონატი 6
დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ევროპის
45-მდე ქვეყნის 400-მდე მოფარიკავე ჩამოვა.
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 24 სპორტსმენით
წარსდგება. ჩემპიონატზე მედლები გათამაშდება მამაკაცთა და ქალთა შორის
როგორც ინდივიდუალუარ, ასევე გუნდურ სახეობებში - დაშნაში, ხმალსა და
რაპირაში.
მასალის გამოყენების პირობები