არასამთავრობო ორგანიზაცია "განათლების საერთაშორისო აკადემია"
აცხადებს ლიტერატურული ესეების კონკურსს: "ყველაფერი ბავშვობიდან
იწყება".
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII, VIII, IX, X, XI და XII
კლასის მოსწავლეებს. პროექტის მიზანია წერის პოპულარიზაცია, სკოლის
მოსწავლეების წახალისება და არაფორმალური განათლების განვითარება.
მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების
საბაზო და საშუალო საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს. თემა: როგორია თქვენი
თვალით დანახული ბავშვობის წამოწყებები.
პირველ ეტაპზე გამოვლინდება 20 საუკეთესო ნაშრომი, რომლის ავტორებიც
მიიღებენ ორენოვან სერტიფიკატსა და რეკომენდაციებს ჟიურის
წევრებისგან. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება სპეციალურად შერჩეულ
ადგილას, სადაც მონაწილეებს მოუწევთ ლიტერატურულ გარემოში წერონ ესსე,
კონკურსის ორგანიზატორების შერჩეულ თემაზე.
3 საუკეთესო ნაშრომი დაიბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალსა და
ინტერნეტ-პორტალში. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400
სიტყვას.
ესეები მიიღება 15 აპრილის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის მიყევით შემდეგ
ბმულს-
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScodkmtEAwmT8pent4whsCazWm1cP9_gpNWk1e0zqXUvHwPDA/viewform
გამარჯვებულებს ორგანიზაციის მუდმივი სპონსორები როგორც
წიგნების ვაუჩერებით, ასევე სხვადასხვა სუვენირებით დააჯილდოებენ.
მასალის გამოყენების პირობები