თელავის უნივერსიტეტში დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რიცხვი გაიზარდა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მიმდინარე წელს 3 456 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
გასულ წელს კი თელავის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 3 370-მა
ახალგაზრდამ გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თესაუ-ს ორი ახალი,
სამართალმცოდნეობის და ეკონომიკის, საბაკალავრო საგანმანათლებლო
პროგრამა შეემატა.
თელავის უნივერსიტეტში ასევე გუნქციონირებს სახელმწიფოს მიერ სრულად
დაფინანსებული შემდეგი პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები-
ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია, დაწყებითი განათლება
და სასურსათო ტექნოლოგია.
მასალის გამოყენების პირობები