Speqtri.Ge-ს რამდენიმე წყაროს ინფორმაციით,გურჯაანის მუნიციპალიტეტის
ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე
საავადმყოფოში თავბრუსხვევითა და საეჭვო სიმპტომებით მოათავსეს.
წინასწარი ინფორმაციით,მან დამამშვიდებლები გადაჭარბებული დოზით
მიიღო.საქმეში უკვე ჩაერთო პოლიცია, როგორც speqtri.ge-ს შინაგან
საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 115ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.
გამოძიებას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული
სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები