მოუწევთ თუ არა მოსწავლეებს პირბადის ტარება ახალი სასწავლო წლიდან
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.
არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

- მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
-შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
- შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
-პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
- სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
- ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
- სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
-ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
- ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
-სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ:

-თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები);
-განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);
-განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები;
-საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;
-სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლია დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი;
-სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს
მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ,
რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
15:22 / 05.04.2024
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული
სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
16:39 / 27.02.2024
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება.
კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29
თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის
უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს,
რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის
გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ
ერთწლიანი გამოცდილება.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება. კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
10:28 / 16.02.2024
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების
დაჯილდოება გაიმართა.
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
16:24 / 27.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 26 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 24 °C
img
ყვარელი 13 / 26 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.