თავდაცვის სამინისტრო რეგულაციებს ამკაცრებს
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოცემული ბრძანების თანახმად, კორონავირუსის მომეტებული შემთხვევების გამო, თავდაცვის ძალებისთვის რეგულაციები მკაცრდება.

რეგულაციები საკონტროლო გამშვებ პუნქტებში თერმოსკრინინგის გამკაცრებას, პირბადეების ტარებას და სხვა შეზღუდვებს ითვალისწინებს.

„1. საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შემთხვევების გავრცელების მატებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამოცემული რეგულაციების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შესრულებასთან დაკავშირებით, გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) გამკაცრდეს საკონტროლო გამშვებ პუნქტებში თერმოსკრინინგი;
ბ) რეგულარულად განახლდეს დეზინფექტანტით შენობების შესასვლელებთან განთავსებული დეზობარიერები და ხელის სადეზინფექციო დისპენსერები;
გ) სავალდებულო გახდეს ყველა ტიპის დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება;
დ) განხორციელდეს ყველა ტიპის დახურული საყოფაცხოვრებო სივრცის (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების) ბუნებრივი ან/და ხელოვნური უწყვეტი ვენტილაცია;
ე) განხორციელდეს ხელსაბანების ცხელი წყლით უზრუნველყოფა, ასევე ხელის დასაბანი და გასამშრალებელი ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება, მუნიციპალური ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერების დროულად დაცლა და დეზინფიცირება;
ვ) უზრუნველყოფილ იქნეს შენობებისა და საცხოვრებელი სათავსების მოაჯირების, კარის სახელურებისა და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სველი წესით რეცხვა და სადეზინფექციო ხსნარით ხშირი დამუშავება;
ზ) უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყანაში არსებული რეგულაციებით დადგენილი პერიოდის განმავლობაში ახალი კორონა ვირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირების გადაყვანა თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ, პჯრ ტესტირების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პრევენციის მიზნით, განხორციელდეს მონიტორინგის პირობებში დისტანციურად საქმიანობა (არანაკლებ 2 კვირის), ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ხელმძღვანელი პირების მიერ მათი სამსახურში გამოძახება;
თ) შვებულებაში გასაშვებ პირად შემადგენლობას ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი და მიეცეს რეკომენდაცია საეჭვო და რისკის შემცველ ზონაში, მათ შორის ეპიდკერებში მოგზაურობა/გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით;
ი) ეპიდაფეთქების კერიდან დაბრუნებული პირადი შემადგენლობა გადაყვანილ იქნეს თვითიზოლაციაში ქვეყანაში არსებული რეგულაციებით დადგენილი წესის შესაბამისად და თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ, პჯრ ტესტირების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პრევენციის მიზნით, განხორციელდეს მონიტორინგის პირობებში დისტანციურად საქმიანობა (არანაკლებ 2 კვირის), ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ხელმძღვანელი პირების მიერ მათი სამსახურში გამოძახება.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო (მათ შორის ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ) პირს დაევალოს:
ა) საყოფაცხოვრებო სივრცეში (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) აუცილებელი სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრის) დაცვა;
ბ) მწვავე რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს უფროსს/ ხელმძღვანელს ან/და სამედიცინო სამსახურს;
გ) ახალი კორონა ვირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირებულთან პირდაპირი ან ირიბი კონტაქტის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს/ხელმძღვანელს ან/და სამედიცინო სამსახურს;
დ) საეჭვო და რისკის შემცველ ზონაში, მათ შორის ეპიდკერებში შვებულების/მოგზაურობის/გადაადგილების შემთხვევაში, წარუდგინოს ხელმძღვანელს პჯრ ტესტირების შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ ბრძანების მიზნების გათვალისწინებით შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების შემუშავება და პირადი შემადგენლობისთვის გაცნობა.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო (მათ შორის ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული) პირების თვითიზოლაციაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის სამხედრო მართვის ცენტრს, აღნიშნული პირების თვითიზოლაციაში ყოფნის წესების დაცვის კონტროლი დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო თანამშრომელთა მხრიდან თვითიზოლაციაში ყოფნის წესების დაცვაზე მონიტორინგი განხორციელოს უშუალოდ ხელმძღვანელმა.“-ნათქვამია ბრძანებაში .

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში,
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა,
სეროტიპი გამოვლინდა.
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი გამოვლინდა.
15:13 / 24.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების
მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
14:19 / 24.04.2024
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო
საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
12:07 / 24.04.2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი,
რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი, რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
13:46 / 23.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.