შსს-მ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მოქმედი რეგულაციების
დარღვევის 608 ფაქტი გამოავლინა. პოლიციამ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 142
ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის
5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა
ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის
ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის
შესაბამისად 466 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის
შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის
წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის
42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით,
ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა
კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები