ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს
პრეზიდენტის სასახლეში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა.

შარ მიშელის დოკუმენტს, რომლიც ხუთ პუნქტს მოიცავს ხელი „ქართულმა ოცნებამ“ (არჩილ თალაკვაძე, შალვა პაპუაშვილი) „ლელომ“ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), „სტრატეგია აღმაშენებელმა“(გიორგი ვაშაძე), „გირჩმა“ (ვახო მეგრელიშვილი), „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ (ზურა ჯაფარიძე), „რესპუბლიკურმა პარტიამ“(ხათუნა სამნიძე) და „მოქალაქეებმა“ (ალეკო ელისაშვილი) მოაწერეს. გარდა ამისა, დოკუმენტს ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.

„ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს“.

შეთანხმების მიხედვით, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. „პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“.

ამ ეტაპზე დოკუმენტს ხელს არ აწერენ “ლეიბორისტული პარტია”, “ევროპული საქართველო”, ასევე “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი მანდატი აქვს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით, მუხლობრივად
განიხილავდნენ, რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს, 21:00 საათზე
დასრულდა და ხვალ, 1 მაისს 12:00 საათზე გაგრძელდება.
პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავდნენ, რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს, 21:00 საათზე დასრულდა და ხვალ, 1 მაისს 12:00 საათზე გაგრძელდება.
21:31 / 30.04.2024
დღეს, 30 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU)
სტუდენტებმა ქუთაისში ევროპული მარში მოაწყეს და რუსული კანონი
გააპროტესტეს. მსვლელობა 17:30 საათზე დაიწყო.
დღეს, 30 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებმა ქუთაისში ევროპული მარში მოაწყეს და რუსული კანონი გააპროტესტეს. მსვლელობა 17:30 საათზე დაიწყო.
19:33 / 30.04.2024
სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე და სამი ახალი
წევ­რი აირ­ჩია.
სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე და სამი ახალი წევ­რი აირ­ჩია.
16:09 / 30.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე საქართველოს
ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია
მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს.
15:46 / 30.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 17 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 26 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 29 °C
img
ახმეტა 16 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.