არსებობს სამი მიზეზი რაც ვაქცინაციის ტემპს აფერხებს - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის
ტქმით, არსებობს სამი რამ, რაც საქართველოში ვაქცინაციის ტემპს
აფერხებს.
„სამი რამის ბრალია, რომ ვაქცინაცია ასეთი ნელი ტემპით მიდის.
პირველია არაინფორმირებულობა, მეორე - არასწორი ინფორმირებულობა,
როდესაც მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან, მესამე კი ის
სამწუხარო შემთხვევა, რაც ახალციხეში მოხდა. ეს იყო სუფთა დამთხვევა.
მე ცალსახად ვიტყვი და მზად ვარ შევხვდე ჩვენს ოპონენტებს - ჩვენ რომ
გვაქვს ასეთი სამედიცინო სისტემა, ძალიან ბევრს არ აქვს. სად არის
უცხოეთში ასეთი გამართული სისტემა?! უცხოეთებში ვაქცინაცია კეთდება
მაღაზიებში, მანქანებში და ა.შ.“ - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები