დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 250 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 770 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 78,
იმერეთში - 63, ქვემო ქართლში - 49, შიდა ქართლში - 40, გურიაში - 35,
სამეგრელო - ზემო სვანეთში - 115, კახეთში - 58, მცხეთა-მთიანეთში -
26, სამცხე-ჯავახეთში - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 003,
საიდანაც: 3 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია
609 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 116 პირი, 706
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 731 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში
მოთავსებულია 242 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 24 203
ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები