გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსამდე გათბება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის
განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში ნალექიანი დღეა შესაძლებელი, დღის განმავლობაში +26 გრადუსი
დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში ხანმოკლე
წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი
+13 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი
სიღნაღშიც, +29 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი
დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები