თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ
ცერცვაძის განცხადებით, ამერიკულმაკომპანიამ Gilead -მა საქართველოს
საჩუქრად 10 000 ფლაკონი „რემდესივირი“ გადასცა. მისივე თქმით,
მედიკამენტი უკვე თბილისშია.
როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, აღნიშნული ძალიან დაეხმარება
ქვეყანას COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში.
„ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead -მა ამ დღეებში დიდი
საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და COVID პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად)
გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების COVID-19-ის
სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ
რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury
) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება COVID პაციენტების
წარმატებულ მართვაში.
ამ დონაციის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიხსენოთ ზოგიერთ
გარემოება.
არსებული კანონმდებლობით კომპანია Gilead”-ს ბრენდული მედიკამენტის
მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და
კიდევ რამოდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს
რემდესივირით ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც
კომპანია Gilead -ის ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს.
2020 წლის დეკემბერში საქართველომ ინდოეთისგან შეიძინა დაახლოებით 100
ათასი დოლარის ღირებულების ჯენერიული რემდესივირი - 4000 ფლაკონი”, -
წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები