ლექსო ლაშქარავას დაღუპვის მიზეზი შესაძლოა ზედოზირება იყოს -შსს
შსს-მ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, მის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი იყოს ზედოზირება.


„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარეს. გამოკითხულია 110 პირი.დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი.
ქიმიური დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: "მორფინი", "კოდეინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "გაბაპენტინი" და "მონოაცეტილმორფინი".ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება.

აგრეთვე ვასაჯაროებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტს დეტალურად, რომელიც შედგენილია კერძო ობიექტებისა და „112“-ის ზოგადი ხედვის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად და დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.
სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შესაძლებელია, ითქვას შემდეგი:
ალექსანდრე ლაშქარავა 15:28 სთ-ზე ფიქსირდება თავისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე, იოსელიანის ქუჩაზე, საიდანაც თავის მეგობართან ერთად მიემართება ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით.აღნიშნულის შემდეგ, მეგობართან ერთად, 15:31 სთ-ზე შედის ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც ყიდულობს ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ერთჯერადი გამოყენების შპრიცებს. ვიმეორებ, აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.შემდეგ ალექსანდრე ლაშქარავა მეგობართან ერთად მიემართება ფონიჭალის დასახლებაში, ცურტაველის ქუჩის მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე.

როგორც მოგეხსენებათ, იგი, მეგობართან ერთად, ფონიჭალაში 2-ჯერ ჩადის. მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ თანხას ტოვებს ნარკოტიკების შეძენის მიზნით და მეგობართან ერთად ბრუნდება ორთაჭალის მიმართულებით, ფიქსირდება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ყიდულობს გარკვეულ პროდუქტებს.აღნიშნულის შემდეგ, მეგობართან ერთად, კვლავ ბრუნდება ორთაჭალიდან ფონიჭალის დასახლების მიმართულებით და ჩადიან ცურტაველის ქუჩაზე, 19:41 სთ-ზე, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით შეიძენენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
საქმის მტკიცებულებების მიხედვით, აღნიშნული მისამართიდან ბრუნდებიან ორთაჭალაში, კერძოდ, გორგასლის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთ ტყის მასივში მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ასევე ჩვენებების მიხედვით, ალექსანდრე ლაშქარავა მიღებული ნარკოტიკების გამო ცუდად ხდება და მეგობარი ცდილობს მის დახმარებას. გარდა პირველი მცდელობისა, როდესაც ის თვითონ ცდილობს მოასულიეროს მეგობარი და ვერ ახერხებს ამას, მიმართავს იქვე არსებულ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ასახულია ვიდეომასალაზე. ალექსანდრე ლაშქარავას მეგობარი სამედიცინო დაწესებულებაში, დახმარების მიზნით, ითხოვს ერთ-ერთ პრეპარატს - ე.წ. ნარკანს, რათა თავისი მეგობარი გამოიყვანოს მიღებული ნარკოტიკების შედეგად ზედოზირებიდან, რაც ასევე ასახულია ვიდეოკადრებში.

გარკვეული მიზეზების გამო, ის ვერ ახერხებს სამედიცინო დაწესებულებაში ალექსანდრე ლაშქარავას მიყვანას და თავადვე ბრუნდება მასთან, სადაც კვლავ ცდილობს დაეხმაროს ზედოზირების შედეგად თავის მეგობარს, რასაც ახერხებს, როგორც ჩვენებებიდან იკვეთება.გარკვეული დროის შემდეგ, მოჰყავს გონებაზე და რამდენიმე წუთში, ერთად, ასევე მოპედის საშუალებით, 23:16 სთ-ზე ბრუნდებიან დედაენის ბაღში, სადაც ალექსანდრე ლაშქარავა კიდევ ერთხელ ცუდად ხდება, რაც ასევე ასახულია კამერებზე და ეს ყველაფერი დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალექსანდრე ლაშქარავა ბრუნდება თავის საცხოვრებელ სახლთან და 00:10 სთ-ზე გარე მეთვალყურეობის კამერებზე ჩანს, როგორ ადის სახლში.დაახლოებით დილის 6 საათზე ოჯახის წევრები შეტყობინებას აკეთებენ სასწრაფოში. სასწრაფოს მისვლის დროს, სამწუხაროდ, სასწრაფოს ექიმებს ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი ხვდებათ, რის შემდეგაც იძახებენ პოლიციას.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 5 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავასთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ჯგუფური ძალადობის მუქარით დევნის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დაკავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას და უწყება პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას.

აქვე მინდა, ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია და გრაფიკა სრული მოცულობით შექმნილია საქმეზე დაკითხული ათეულობით მოწმის ჩვენებების საფუძველზე და ის გამყარებულია ვიდეომტკიცებულებებით, რომლებიც უკვე წარმოგიდგინეთ.“-ღნიშნულია განცხადებაში

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების
და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის
შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს
ყოველდღიურობის გასამარტივებლად და ბაზარზე საუკეთესო სამომხმარებლო
გამოცდილების შესაქმნელად ინერგება.
თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის გასამარტივებლად და ბაზარზე საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად ინერგება.
13:29 / 26.04.2024
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარი განზრახ
მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული თელავის
რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სრულად გაიზიარა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულს 18 წლით
თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
13:26 / 26.04.2024
მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის მიერ, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი.
მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი.
12:06 / 26.04.2024
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ
თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International
Agile Summit Vol. 3“ გაიმართება.
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება.
17:15 / 25.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 26 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 24 °C
img
ყვარელი 13 / 26 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.