„მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ 24 საათით
მაუწყებლობას წყვეტენ.
მათი მთავარი მოთხოვნებია, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯოს ყველა,
ვინც 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ იძალადა ეკრანებზე ჩნდება
წარწერა: "გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!".
გარდა ამისა, ეკრანებზე ჩანს 5-6 ივლისს დაშავებული ჟურნალისტების და
ოპერატორების სია.
ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას
ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს,
სიძულვილის ჯგუფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების
მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე
იმყოფებოდა. მასზე ძალადობაში ბრალდებული მხოლოდ 5 პირია დაკავებული -
ერთი გარდაცვალების შემდეგ დააკავეს.
5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსული
მოძალადე ჯგუფების მიერ თბილისის სხვადასხვა ნაწილში განხორციელებული
ძალადობრივი თავდასხმების შედეგად დაშავებული 55 ადამიანიდან 53
მედიის წარმომადგენელია.
მასალის გამოყენების პირობები