დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში
კორონავირუსი კიდევ 1 663 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 769
პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 381 336 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 361 327, გარდაიცვალა 5 492
პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები