Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 666 ადამიანს დაუდასტურდა,
გამოჯანმრთელდა 1 335 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 407 689 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 376 088, გარდაიცვალა 5 731
პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები