დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 1359 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა – 413,
იმერეთი – 263, ქვემო ქართლი – 152, შიდა ქართლი – 120, გურია – 71,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108, კახეთი – 178, მცხეთა-მთიანეთი -58,
სამცხე-ჯავახეთი – 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 147
საიდანაც: 5 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში – 2 841, აჭარაში – 556, იმერეთში – 771. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში – 493,
აჭარაში – 82, იმერეთში -246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
216 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 5, იმერეთში – 16. 1 811
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 966 –
თბილისში, 530- აჭარაში. 20 909 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში – 50, ხოლო აჭარაში – 8. სულ 6 ოქტომბრიდან – 28 ივლისის
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
– 24 978 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 283
ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 523, პირი, აჭარაში – 3 539,
იმერეთში – 2 110.
მასალის გამოყენების პირობები