უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება იქნება მიღებული 12-16 წლამდე ასაკის ბავშების ვაქცინაციასთან დაკავშირებით – ივანე ჩხაიძე
უახლოეს დღეებში იმუნიზაციის საბჭო შეიკრიბება და რაღაც
გადაწყვეტილება იქნება მიღებული 12-16 წლამდე ასაკის ბავშების
ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს წევრმა
ივანე ჩხაიძემ გადაცემა განაცხადა.
„ეს საკითხი განხილვაშია. თეორიული მოსაზრებები, კვლევების შედეგები,
ჯანმო-ს მოსაზრებები, ტექნიკური რჩევების ეროვნული ჯგუფის მიერ უკვე
წარდგენილია იმუნიზაციის საბჭოს წინაშე.განიხილება მხოლოდ „ფაიზერის“
ვაქცინით აცრა. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში იმუნიზაციის საბჭო
შეიკრიბება და რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული 12-16 წლამდე
ასაკის ბავშების ვაქცინაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები