სამწუხაროდ, მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა- ივანე ჩხაიძე
სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე
სრული ფანტასტიკაა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა
ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ
განაცხადა.
მისი თქმით, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად ერთადერთი გამოსავალი
მოსახლეობის ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულებაა.
„მარტივი არჩევანი გვაქვს - ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან
არ ვიკეთებთ ვაქცინას და მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ეს რიცხვები კიდევ
დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე
ტვირთი“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის
საწინააღმდეგო აცრა 11 421-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 760
878 აცრა გაკეთდა.
მასალის გამოყენების პირობები