კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან
დაკავშირებით, დღეს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ
სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის
უფასოა.
„მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის კულტურულ-ისტორიული სიმდიდრის
პოპულარიზაციისთვის და მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ არის
მიმართული. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, ესტუმრონ ქვეყნის
დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მუზეუმებს თუ მუზეუმ-ნაკრძალებს,
იხილონ ადგილობრივი გარემო და გაეცნონ ამა თუ იმ კუთხის კულტურისა და
ისტორიის ნაწილს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები