დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 659 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარა - 96,
იმერეთი - 363, ქვემო ქართლი - 147, შიდა ქართლი - 90, გურია - 56,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 155, კახეთი - 286, მცხეთა-მთიანეთი - 37,
სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 521 საიდანაც:
4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 1 566, აჭარაში - 405, იმერეთში - 909. მძიმე
პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში - 381, აჭარაში - 123,
იმერეთში - 307. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი,
მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 21, იმერეთში - 27. 726 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 - თბილისში, 204 -
აჭარაში. 14 517 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 28 სექტემბრის
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 25 178 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 590
ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები