კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში 5.93%-ს შეადგენს
29 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის
5.93%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6,16%, ხოლო 7 დღის განმავლობაში
- 5.82%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 611 269 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 582 805, გარდაიცვალა 8 917
პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან
დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“
ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან
დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
მასალის გამოყენების პირობები