წვევამდელის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებისა და სამსახურის გავლის ახალი წესი დამტკიცდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა წვევამდელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი.

როგორც ბრძანებაშია მითითებული, წესის მოქმედება ვრცელდება სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდებით მისაღებ წვევამდელებზე.

რა არის საჭირო მიღებისთვის

1. წვევამდელი სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდებით მიიღება 18 წლის ასაკიდან, თუ ის არის საქართველოს მოქალაქე, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.

2. წვევამდელი სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდებით მიიღება სასწავლო კურსის/პროგრამისა და სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად.

წვევამდელი, სპეციალური კონკურსის გავლამდე, იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით დამტკიცებული სასწავლო კურსის/პროგრამის გასავლელად სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომ – აკადემია) ან სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში (ეს არ ეხება წვევამდელებს, რომლებიც სამინისტროს სისტემაში მიღებისას, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ირიცხებიან აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან აკადემიაში გავლილი აქვთ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების პროგრამა/კურსი).

სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში სასწავლო კურსის/პროგრამის გასავლელად იგზავნება ამავე დეპარტამენტში, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტსა და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში მისაღები, ხოლო აკადემიაში − სამინისტროს სისტემის ყველა სხვა დანაყოფში მისაღები წვევამდელი.

სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, მის დანაყოფში მიღებული წვევამდელი წარუდგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, რომელიც, თავის მხრივ, გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს მის გაგზავნას შესაბამისი სასწავლო კურსის/პროგრამის გასავლელად.

წვევამდელის მიერ სასწავლო კურსის/პროგრამის ვერგავლის შემთხვევაში დასაშვებია მისი ხელახალი წარდგენა სასწავლო კურსის/პროგრამის გასავლელად.

სასწავლო კურსის/პროგრამის ხელმეორედ ვერგავლის შემთხვევაში წვევამდელის სპეციალური წოდებით მიღების საკითხი აღარ განიხილება.


თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წვევამდელს სპეციალური წოდება მიენიჭება შემდეგი პირობებით: ა) იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნისას, რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია უმცროსი სპეციალური წოდება, სასწავლო კურსის/პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ წვევამდელს ენიჭება პირველადი უმცროსი სპეციალური წოდება, ან უნარჩუნდება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდება; ბ) იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნისას, რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდება, სასწავლო კურსის/პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ წვევამდელს ენიჭება „უმცროსი ლეიტენანტის“ საშუალო სპეციალური წოდება, ან უნარჩუნდება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდება.


სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური წვევამდელს ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება სამხედრო წოდება „რიგითი“.

საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით (დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა) სამსახურის შეწყვეტის შემთხვევაში წვევამდელს სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი სამხედრო ვალდებულებისადმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

რა დათქმა ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდების მქონე წვევამდელზე, რომელსაც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის არ აქვს გავლილი შესაბამისი სასწავლო კურსი/პროგრამა იხილეთ ბრძანების სრულ ვერსიაში.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით,
საქართველოს პარლამენტში 1 მაისს, 23:00 საათიდან უსაფრთხოების ზომები
გამკაცრდა და ე.წ “ უსაფრთხოების წითელი დონე” ამოქმედდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტში 1 მაისს, 23:00 საათიდან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა და ე.წ “ უსაფრთხოების წითელი დონე” ამოქმედდა.
00:44 / 02.05.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდე დარახველიძემ
საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ თუკი მომიტინგეები
„ძალადობრივ ქმედებებს“ არ შეწყვეტენ, პოლიცია „იძულებული იქნება
შეწყვიტოს აქციის მიმდინარობა“.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდე დარახველიძემ საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ თუკი მომიტინგეები „ძალადობრივ ქმედებებს“ არ შეწყვეტენ, პოლიცია „იძულებული იქნება შეწყვიტოს აქციის მიმდინარობა“.
00:34 / 02.05.2024
ამ დროისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის
წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავები აქტიურად
იყენებენ რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის.
ამ დროისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავები აქტიურად იყენებენ რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის.
23:45 / 01.05.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს
მოუწოდებს, არ გამოიწვიონ ძალადობა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გამოიწვიონ ძალადობა.
23:20 / 01.05.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 26 °C
img
საგარეჯო 12 / 22 °C
img
დ.წყარო 9 / 21 °C
img
სიღნაღი 12 / 28 °C
img
ლაგოდეხი 11 / 23 °C
img
ყვარელი 12 / 26 °C
img
თელავი 12 / 22 °C
img
ახმეტა 12 / 22 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.