გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ოქტომბრამდე საქართველოში
თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +19, +24
გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
25 ოქტომბერს გაწვიმდება (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) და
ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს
ძლიერი ქარი. 26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია
უნალექო, მაგრამ გრილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ
რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3
გრადუსით დაიკლებს.
თბილისში 25 ოქტომბრამდე თბილი (20 +22 გრადუსი) და უნალექო ამინდია
მოსალოდნელი, ხოლო 25-27 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის
ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 25 ოქტომბერს
დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
მასალის გამოყენების პირობები