დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24
საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4762 ადამიანს
დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3953 პაციენტი.გარდაიცვალა 43 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 698 944 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 639 564, გარდაიცვალა 9 831
პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით
მასალის გამოყენების პირობები