საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია
საქართველოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15%
მოზარდია, საუბარია 18 წლამდე 103 927 ბავშვსა და მოზარდზე, - ამის
შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან
გამყრელიძემ განაცხადა.
„აქედან 6 979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და სამწუხაროდ, 9
ლეტალური შემთხვევა გვქონდა. თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს, ყველა დანარჩენ
შემთხვევაში იყო თანმხლები, მძიმე გენეტიკური დაავადება“, - აღნიშნა
ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები