გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ნოემბრიდან ქვეყნის
ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
27 და 30 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა
მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +14 გრადუსი
იქნება. დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა
+12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 27 და 30 ოქტომბერს შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი
აღინიშნოს. ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება, დანარჩენ დღეებში კი
უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე
მოიმატებს. 1 ნოემბრიდან კიდევ 4-5 გრადუსით დათბება.
მასალის გამოყენების პირობები